ელ-ჰამარი, ჰამარი (არაბ. هور الحمّار) — მარილიანი ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, ჰამარის მარშების ფარგლებში. მდებარეობს მდინარეების ევფრატისა და შატ-ელ-არაბის ქვემო დინების აუზში. სიგრძე 120 კმ, სიგანე 20 კმ-მდე, ზედაპირის ფართობი 600-1350 კმ². ტბის წყლის დონე რყევადია, წყლის მაქსიმალური სიღრმე იცვლება 1,8 მეტრიდან (ზამთარი) 3,0 მეტრამდე (გაზაფხული). აპრილსა და მაისში ევფრატზე წყალმოვარდნის დროს დონე მატულობს. ნაპირები დაბალია. გარშემორტყმულია დაჭაობებული ადგილებით, ბევრია ლერწამი. ტბა სანაოსნოა სამხრეთ ნაწილში. წარმოიქმნა V საუკუნეში როდესაც მდინარე ევფრატზე მომხდარი ძლიერი წყალდიდობის დროს იყო გარღვეული ჯებირები და ქალაქებს ბასრასა და სუკ-ელ-შუიუხს შორის მდებარე დაბლობი აღმოჩნდა ჩაძირული. ჰამარის სახელს ატარებს სატურნის თანამგზავრის ტიტანის ერთ-ერთი ტბა. ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენენ მაადანები.

ელ-ჰამარი
კოორდინატები: 30°46′00″ ჩ. გ. 47°03′00″ ა. გ. / 30.76667° ჩ. გ. 47.05000° ა. გ. / 30.76667; 47.05000
სიგრძე 120 კმ
სიგანე 20 კმ
ფართობი 600-1350 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
ელ-ჰამარი — ერაყი
ელ-ჰამარი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება