ელ-ქატიფი
ელ-ქატიფი (არაბ. القطيف) — დასახლებული არეა და გუბერნია საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციაში. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რას-ტანურა და ელ-ჯუბაილი, სამხრეთით დამამი, აღმოსავლეთით სპარსეთის ყურე, ხოლო დასავლეთით მეფე ფაჰდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. რეგიონს გააჩნია საკუთარი მუნიციპალიტეტი და მოიცავს რამდენიმე პატარა ქალაქსა და სოფელს.
ქალაქი | |
---|---|
ელ-ქატიფი القطيف | |
ქვეყანა | საუდის არაბეთი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
რეგიონი | ეშ-შარკია |
კოორდინატები | 26.556°00′00″ ჩ. გ. 49.996°00′00″ ა. გ. / 26.55600° ჩ. გ. 49.99600° ა. გ. |
გუბერნატორი | საუდ ბინ ნაიეფი |
ფართობი | 611 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 531,965[1] კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ოფიციალური საიტი | https://www.eqatif.gov.sa |
ქატიფი აღმოსავლეთ არაბეთის ერთ რერთი უძველესი დასახლებული პუნქტი, მისი ისტორია იწყება დაახლოებით ქრისტეშობამდე 3500 წელს. ისტორიულად ქატიფის მოსახლეობა ეწეოდა მეთევზეობას და ფერმერობას. ნავთობის აღმოჩენის შემდეგ უმეტესობა დასაქმდა: ნავთობის ინდუსტრიაში, განათლებასა და სხვა საზოგადოებრივ სექტორში.
ისტორია
რედაქტირებაოაზისის ტერიტორიაზე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3500 წელს არსებული დასახლების ნაშთებია აღმოჩენილი. მისი ადრეული სახელი იყო ალ-ხატი (არაბ. الخَطّ). ის ოხსენებულია ანტარა იბნ შადადის, ტარაფას და ბაშარ იბნ ბურდის პოემებში. რადგან რეგიონი ცნობილი იყო შუბების წარმოებით, მისი სახელი ასოცირდებოდა შუბის ბუნიკთან.
ქატიფი საუკუნეების განმავლობაში სპარსეთის ყურის უმსხვილესი დასახლებული პუნქტი იყო. ბერძნები მა კატეუსს უწოდებდნენ, შედეგად ბევრ ადრეულ ევროპულ რუკაზე სპარსეთის ყურე კატეუსის ყურედაა მოხსენიებული. ქატიფი და კუნძული ტაროუტი საუდის არაბეთის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ცენტრებია.
ისტორიულად ელ-ჰასა და კუნძული ბაჰრეინი ეკუთვნოდა რეგიონს, რომელიც მთლიანად ბაჰრეინად იყო ცნობილი. 899 წელს ქატიფი და ელ-ჰასა ქარმატების რელიგიურმა ჯგუფმა დაიპყრო. მათ თავი დაამარცხეს და რეგიონს 1071 წლამდე მართავდნენ.[2] 988 წელს რეგიონი დაარბია ბუიდების დასავლეთ სპარსულმა დინასტიამ. 1071 - 1253 წლებში რეგიონს უიუნიდების დინასტია მართავდა. 1253 წელს რეგიონის მმართველი გახდა უსფურიდების დინასტია ელ-ჰასადან.[2] მათი მმართველობის პერიოდში ქალაქმა განიცადა მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება. 1331 წელს ქალაქი მოინახულა იბნ ბატუტმა და აღწერა ის როგორ დიდი და განვითარებული ქალაქი.[3] მმართველები 1440 წელს შეიცვალა ჯაბრიდსებით ელ-ჰასადან. 1515-1520 წლებში რეგიონი პორტუგალიელებმა დაიპყრეს.[2] პორტუგალიელებმა ბაჰრეინის კუნძულიც დაიპყრეს და რეგიონს 1549 წელამდე ოსმალების მიერ წართმემავდე მართავდნენ.[4] 1790 წელს რეგიონში ჩამოყალიბდა პირველი საუდური სახელმწიფო, თუმცა ის 1818 წელს ოსმალებთან ბრძოლაში დამარცხდა. 1830 წელს ოსმალოები საბოლოოდ დაამარცხეს და შეიქმნა მეორე საუდური სამეფო. 1871 წელს ოსმალებმა შეძლეს რეგიონზე კონტროლის დამყარება, თუმცა 1913 წელს იბნ საუდმა საბოლოოდ შეიერთა აღმოსავლეთი რეგიონი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Qatif on line დაარქივებული 2018-10-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Geography of Qatif დაარქივებული 2007-03-30 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Qatif Oasis დაარქივებული 2014-07-05 საიტზე Wayback Machine. (არაბული ენა)
- Qatif travel guide დაარქივებული 2009-02-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]
- ↑ 2.0 2.1 2.2 William Facey, The Story of the Eastern Province of Saudi Arabia, 1994, ISBN 1-900988-18-6
- ↑ -which is not. Ibn Battuta, Rihla Ibn Battuta Beirut: Dar Sadir, 1964 pp. 279-80
- ↑ Saudi Aramco World Vol.25 #5, sept/okt 1974. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2014-06-08.