ელხან სამედოვი
ელხან სამედოვი (ელხან ზაქირ ოღლუ სამედოვი; აზერ. Elxan Zakir oğlu Səmədov) — აზერბაიჯანის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი 2022 წლიდან.
ელხან სამედოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Elxan Zakir oğlu Səmədov |
დაბადების თარიღი |
14 იანვარი, 1974 (49 წლის) ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
განათლება | აზერბაიჯანის სახელმწიფო ენათა უნივერსიტეტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელხან ზაქირ ოღლუ სამედოვი დაიბადა 1974 წლის 14 იანვარს. საშუალო სკოლა ბაქოში დაამთავრა. 1990-1995 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ენათა უნივერსიტეტში. 1995-1999 წლებში სწავლა განაგრძო ამ უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
2001 წელს სწავლობდა იტალიაში, ტურინში, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ტრენინგის ცენტრში“. 2006 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2007 წელს სწავლობდა ვაშინგტონში მდებარე „ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის“ „საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში“.
2009-2010 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის (AFFA) ბავშვთა ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის დირექტორად. 2013-2015 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში. იყო ბაქოში გამართულ 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მომარაგების დეპარტამენტის უფროსი. 2021 წლიდან დღემდე, AFFA-ს VAR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2022 წლიდან დაინიშნა აზერბაიჯანის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტად.
მას აქვს მწვრთნელების უეფას „B“ ლიცენზია. სამედოვმა მონაწილეობა მიიღო პროფესიონალურ და სამოყვარულო შეჯიბრებებში აზერბაიჯანში და საერთაშორისო არენაზე ფეხბურთში, ფუტსალში, მინი ფეხბურთში და პლაჟის ფეხბურთში. რამდენჯერმა არჩეულია შეჯიბრების „საუკეთესო“ მოთამაშედ.
ელხან სამედოვი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს. იცის უცხო ენები - რუსული, ინგლისური და თურქული.