ელშად მირბეშირ ოღლუ

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელშად მირბაშირ ოღლუ (აზერ. Elşad Mirbəşir oğlu; დ. 1977 წლის 27 ივლისი, თოფალჰასანლი, გოიგოლი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის (მილი მეჯლისის) წევრი,[1] ახალი აზერბაიჯანის პარტიის გამგეობის წევრი, სოციალური კვლევის ცენტრის გამგეობის წევრი და ვიცე-თავმჯდომარე,[2] აზერბაიჯანის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომისიის წევრი,[3] პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო მმართველობის აკადემიის პოლიტიკური მენეჯერი 2007 წლიდან.

ელშად მირბაშირ ოღლუ
აზერ. Elşad Mirbəşir oğlu
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1846 (1846-06-10) (178 წლის)
დაბადების ადგილი თოფალჰასანლი, გოიგოლი, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
განათლება ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება აზერბაიჯანელი
პარტია ახალი აზერბაიჯანი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ელშად მირბაშირ ოღლუ დაიბადა 1977 წლის 27 ივლისს გოიგოლის რაიონის სოფელ თოფალჰასანლიში, მასწავლებლის ოჯახში. ის 1984 წელს ის შევიდა გოიგოლის მე-3 საშუალო სკოლაში და 1994 წელს დაამთავრა ეს სკოლა.

განათლება, ხარისხი და სამეცნიერო სახელები

რედაქტირება

19941998 წლებში ელშად მირბაშირ ოღლუმ წარჩინებით დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ მან მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.[4]

2002-2005 წლებში ის სწავლობდა დოქტორანტურას პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრაზე. 2005 წლის 10 ივნისს მან დაიცვა დისერტაცია სახელმწიფო მართვის აკადემიაში თემაზე „მესამე მხარეების მონაწილეობა პოლიტიკური კონფლიქტების გადაწყვეტაში“. 2008 წელს ჩააბარა სახელმწიფო მართვის აკადემიის პოლიტიკური მეცნიერებისა და პოლიტიკური მენეჯმენტის კათედრის სადოქტორო პროგრამაზე.

2011 წელს ოღლუ ატარებდა კვლევებს და კითხულობდა ლექციებს ვენის დიპლომატიურ აკადემიაში (ავსტრია). 2018 წელს მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „თანამედროვე პოლიტიკური კონფლიქტის თეორიული ასპექტები და ტექნოლოგიები“ და მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

2002 წლიდან 2013 წლამდე ელშად მირბაშირ ოღლუ მუშაობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და სოციოლოგიის განყოფილებაში ლექტორად. 2007 წლის სექტემბრიდან მან მუშაობა დაიწყო სახელმწიფო მართვის აკადემიის პოლიტიკური მეცნიერებისა და პოლიტიკური მენეჯმენტის კათედრის დოცენტად.[5]

20162019 წლებში ის მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელად ANAS-ის სამართლისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში. ელშად მირბეშირ ოღლუ იყო ახალი აზერბაიჯანის პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე ANAS-ის სამართლისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში.

ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულებით დაინიშნა სოციალური კვლევის ცენტრის გამგეობის წევრად და მოგვიანებით აირჩიეს ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ.[2] ის აზერბაიჯანის პარლამენტის წევრად 2020 წლის 9 თებერვალს აირჩიეს. ასევე ოღლუ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის კომისიის წევრი და ახალი აზერბაიჯანის გამგეობის წევრი.

ელშად მირბეშირ ოღლუ არის აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის კომენტატორი და პოლიტიკური ანალიტიკური გადაცემის „მსოფლიო დღეს“ წამყვანი. გარდა ამისა, ელშად მირბაშირ ოღლუ არის გაზეთ „ახალი აზერბაიჯანის“ პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი და ანალიტიკური ჯგუფის „იენი აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელი.

ის არის სამი სამეცნიერო მონოგრაფიის, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის ავტორი. ოღლუ თავისუფლად ფლობს გერმანულ, რუსულ და თურქულ ენებს.[4]

ელშად მირბაშირ ოღლუ დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.

ჯილდოები

რედაქტირება

ელშად მირბაშირ ოღლუ 2019 წელს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ დაჯილდოვდა „აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საიუბილეო მედლით“.[6]

  1. VI çağırış Milli Məclisin deputatları - SİYAHI az. ციტირების თარიღი: 2020-05-15
  2. 2.0 2.1 Tanınmış politoloq sədr müavini oldu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-23. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
  3. Постановление Милли Меджлиса Азербайджанской Республики О назначении членов Комиссии по борьбе с коррупцией Азербайджанской Республики ru. ციტირების თარიღი: 2020-06-07
  4. 4.0 4.1 Azvision. Tanınmış politoloq sədr müavini oldu az. ციტირების თარიღი: 2020-05-15
  5. Elşad MirBəşir oğlu:DİA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-30. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
  6. Sosial Tədqiqatlar Mərkəzinin əməkdaşlarına “Cümhuriyyət medalı” təqdim edilib az. ციტირების თარიღი: 2020-05-15