ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელისაბედ კლეირი კემპერი (ინგლ. Elizabeth Claire Kemper; დ. 2 მაისი, 1980[1]) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. 2009 წლიდან 2013 წლამდე ელი კემპერი NBC-ს კომედიურ სერიალ „ოფისი“-ში, მიმღები მოსამსახურის, კელი ერინ შენონის როლს ასრულებდა. ხოლო მოგვიანებით, Netflix-ის კომედიურ სერიალში, „მტკიცე კიმი შმიდტი“-ში, 2015 წლიდან 2019 წლამდე, მთავარი კიმი შმიდტის როლით თამაშობდა, მოგვიანებით, მას კომედიურ სერიალებში წამყვანი როლის შესრულების გამო ემი (ჯილდო) გადაეცა. იგი ასევე გადაღებულია ამერიკულ კომედიურ ფილმ „მეჯვარეები“-ში, (2011) და „21 ჯამფ სტრიტ“-ში (2012). კემპერმა 2018 წელს, თავისი პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი „My Squirrel Days“ გამოსცა.

ელი კემპერი

კემპერი 38th People's Choice Award-ზე, 2012 წელს.
დაბადების სახელი ელისაბედ კლეირი კემპერი
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1980 (1980-05-02) (44 წლის)
კანზას-სიტი, მისურის შტატი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება პრინცეტონის უნივერსიტეტი
ოქსფორდი
საქმიანობა მსახიობი; კომიკოსი
აქტიური 2006-დღემდე
მეუღლე(ები) მაიკლ კომანი
შვილ(ებ)ი 2
ნათესავები კერი კემპერი(და)

ადნრინდელი ცხოვრება

რედაქტირება

ელი კემპერი 1980 წლის 2 მაისს, კანზას-სიტიში, მისურის შტატში, აშშ-ში დაიბადა. არის დორონტი ენ დოტისა და დეივიდ ვუდს კემპერის მეორე შვილი.[2][3] მამამისი მისურის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის შვილი იყო, იგი იყო კომერციული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კინზას-სიტიში. ელი კემპერი მილდრედ ლეინ კემპერის შვილიშვილია, რომლის სახელობის სამხატვრო მუზეუმიც არსებობს, მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისიში, ელის დიდი დიდი ბაბუა უილიამ კემპერი ცნობილი ბანკირი იყო.

კემპერი ამერიკული ტელევიზიის მწერალი კერი კემპერის უფროსი დაა. ეთნიკური წარმომავლობით კემპერი იტალიელი (ბაბუამისის მხრიდან), ინგლისელი, ფრანგი და გერმანელია[4]. იგი ამერიკაში კათოლიკურ ეკლესიაში იზრდებოდა[5]. 5 წლის ასაკში, ელი თავის ოჯახთან ერთად ქალაქ სენტ-ლუისიში გადავიდა საცხოვრებლად. მან დაამთავრა „Conway“-ს ელემენტარული სკოლა, ხოლო სწავლა „ჯონ ბუროუზის“ სკოლაში გააგრძელა, სადაც იგი დაინტერესდა თეატრით და იმპროვიზაციული კომედიით. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი მსახიობი ჯონ ჰემი იყო, რომელთან ერთადაც იგი ხშირად იღებდა მონაწილეობას სკოლის სპექტაკლებში. სკოლაში იგი, ჰოკეის[6][7] გუნდის მონაწილე იყო, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა რომ ყურადღება თეატრზე და სპექტაკლებზე გაემახვილებინა.

2002 წელს იგი გახდა „Princeton“-ის უნივერსიტეტის, ხელოვნების ბაკალავრიატი[2]. ხოლო მოგვიანებით, მან სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2012 წელს ელი კემპერს სასიყვარულო ურთიერთობა ამერიკელ კომიკოსთან და პროდიუსერთან მაიკლ კომენთან ჰქონდა, წყვილი 2012[8] წლის 7 ივლისს დაქორწინდა.

წყვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს, რომლებიც შესაბამისად, 2016 წლის აგვისტოს და 2019 წლის სექტემბერს დაიბადნენ.[9][10] მოგვიანებით კემპერმა, სატელევიზიო გადაცემა „ღამის შოუ სტეფან კოლბერთთან ერთად“-ში, თქვა რომ მისი ებრაელი მეუღლე თანახმა იყო რომ მათ შვილებს კათოლიკურ ეკლესიაში ესწავლათ.[11]

2018 წელს კემპერმა პირველი აუდიოწიგნი, სახელად: „დღე მარლონ ბუნდოს ცხოვრებაში“ გამოაქვეყნა[12] , ხოლო შემდეგ მსახიობმა ასევე გამოსცა თავისი პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი-„My Squirrel Days“[13]. 2019 წელს, იგი ამერიკული სატელევიზიო გადაცემის, ნიჭიერის მეთოთხმეტე სეზონის ჟიურის წევრი იყო[14].

  1. Ellie Kemper. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 14, 2016. ციტირების თარიღი: April 14, 2016.
  2. 2.0 2.1 Pennington, Gail (December 13, 2009). „From VP queen ...to 'The Office'. St. Louis Post-Dispatch. ციტირების თარიღი: December 16, 2010.
  3. „Bridal for Dorothy A. Jannarone“. The New York Times. September 7, 1975.
  4. Late Late Show with Craig Ferguson. YouTube (January 26, 2011). ციტირების თარიღი: December 12, 2018.
  5. Steinfeld, Curtis. (December 10, 2014) Profile: Ellie Kemper, Star of Unbreakable Kimmy Schmidt. Vanity Fair. ციტირების თარიღი: April 20, 2017.
  6. 1999 Preseason Women's Field Hockey Roster. FansOnly.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2000.
  7. Tomlinson, Brett (April 15, 2009). „Office Addition“. Princeton Alumni Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 29, 2009. ციტირების თარიღი: May 23, 2009.
  8. Schwartz, Alison (July 7, 2012). „Ellie Kemper Is Married!“. People. ციტირების თარიღი: October 24, 2019.
  9. Respers, Lisa. (August 2, 2016) 'Unbreakable Kimmy Schmidt' star Ellie Kemper gives birth. ციტირების თარიღი: January 25, 2017.
  10. Moniuskzo, Sara. Ellie Kemper reveals she gave birth last month, shares name (and first photo) of baby no. 2 (5 October 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 5 October 2019.
  11. „Ellie Kemper of 'The Unbreakable Kimmy Schmidt' Talks Being Catholic With Stephen Colbert“. Faith & Family Media Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 28, 2020. ციტირების თარიღი: April 23, 2018.
  12. Perkins, Dennis (March 19, 2018). „John Oliver hijacks homophobe Mike Pence's bunny book with a better one in A Day In The Life Of Marlon Bundo“. AV Club. ციტირების თარიღი: March 19, 2018.
  13. Chan, Tim. (20 October 2018) Ellie Kemper's Irreverent New Book Tracks Her Missteps and Misadventures in Hollywood. Variety Magazine. ციტირების თარიღი: 2 November 2018
  14. Watch This INSANE 'AGT' Hand Balancing Act Sneak Peek! — Guest Judge Ellie Kemper en-US (2019-07-26). ციტირების თარიღი: 2019-07-28
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელი_კემპერი“-დან