პარკ-ელა

(გადამისამართდა გვერდიდან ელის პარკი)

პარკ-ელა (რეტორომ. Ela Park) — ბუნების პარკი შვეიცარიაში, გრაუბიუნდენის კანტონში. შექმნილია რეგიონული ბიოტიპის დაცვისა და მისი მდგრადი გამოყენების მიზნით, რათა დაეხმაროს ამ პეიზაჟურ და კლუტურული აქტივებით მდიდარ არეალს. ფართობი 600 კმ²-ს შეადგენს.

პიც-ელა
პარკში მდებარე მარმორერის ტბა

შვეიცარიის ერთადერთი ეროვნული პარკისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ბუნებას იცავს, ელის ბუნების პარკი მოიცავს კულტივირებულ და დასახლებულ ტერიტორიას 21 მუნიციპალიტეტის გარშემო. პარკმა სახელი მიიღო მის ცენტრში მდებარე 3 338 მ სიმაღლის პიც-ელის მთისგან.

პარკი ორგანიზებულია როგორც ადგილობრივი აქტივობების კერძო ასოციაცია; ფინანსდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, გრაუბიუნდენისა და ციურიხის კანტონებისგან, საკონსერვაციო ჯგუფ Pro Natura-სგან, ისევე როგორც შვეიცარიის ფედერალური მთავრობისგან. გარდა საგზაო ნიშნებისა, მნახველებს სხვა რამდენიმე ნიშანიც მიუთითებს, რომ ისინი პარკში შედიან. აქტივობები ძირითადად ფოკუსირდება ეკოლოგიურ, კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებასა და კოოპერაციაზე.

პარკის სამართლებრივი აღიარება ემყარება შვეიცარიის კანონს ბუნების დაცვის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • (გერმანული) Parc Ela website
  • „Nature park opens in eastern Switzerland“. Swissinfo. June 3, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2007. ციტირების თარიღი: აგვისტო 22, 2012.