ელისა მარია აველინა კარიო (ესპ. Elisa Carrió; დ. 26 დეკემბერი 1956) — არგენტინელი ადვოკატი, პროფესორი და პოლიტიკოსი. პარტიის დამაარსებელი, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც Alternativa para una República de Iguales (ARI), ამჟამად კი ცნობილია, როგორც სამოქალაქო კოალიცია (Coalición Cívica ARI)[1][2]. 2007 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და დაიკავა მეორე ადგილი 22,95 % და დამარცხდა კრისტინა ფერნანდესთან.

ელისა კარიო
ელისა კარიო
არგენტინის დეპუტატთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 2009 – 1 მარტი, 2020
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 2005 – 14 მარტი, 2007
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 1995 – 10 დეკემბერი, 2003

დაბადებული26 დეკემბერი, 1956
რესისტენსია, არგენტინა
რელიგიაკათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელისა კარიო დაიბადა 1956 წლის 26 დეკემბერს, არგენტინის ქალაქ რესისტენსიაში, ტრადიციულ კათოლიკურ ოჯახში. მოზარდობაში მან მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ სილამაზის კონკურსში[3]. 1978 წელს კარიომ დაასრულა რესისტენციის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კარიო გადავიდა სამოქალაქო სამსახურშ და მუშაობა დაიწყო ქალაქ ჩაკოს ტექნიკურ კონსულტანტად[4]. 1980 წელს იგი გახდა სახელმწიფო ადვოკატი[5].

იგი ასევე ასწავლიდა საკონსტიტუციო სამართალს თავის მშობლიურ უნივერსიტეტში, ხოლო 1986 წლიდან 1988 წლამდე ეკავა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამდებობა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში[6].

კარიო პოლიტიკაშ წავიდა თავის მასწავლებლის რაულ ალფონსისნის თხოვნით. კარიო 1994 წელს გახდა კონსტიტუციური კონვენტის წევრი და შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციის 75-ე მუხლში, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებებს[7]. იგი 1995 და 1997 წელს მშობლიური ოლქიდან აირჩიეს არგენტინის დეპუტატთა პალატის წევრად მოქალაქეთა რადიკალური კავშირის რიგებიდან[8].

1999 წელს კარიო ხელახლა აირჩიეს არგენტინის კონგრესში, სადაც იგი ხელმძღვანელობდა კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეთა კომიტეტს. 2001 წელს მას უთანხმოება ჰქონდა ეკონომიკის მინისტრ დომინგო კავალოსთან[9]. ეს უთანხმოება დასრულდა სასამართლო პროცესით, რომელზეც კარიომ სასამართლოში წარადგინა დოკუმენტები, რომელიც კავალოს მხრიდან კორუფციის მტკიცებულება იყო. ამ დოკუმენტებში ფიგურირებდა დანიელ დიასი, რომელიც დააკავეს ოქტომბერში და ბრალი წაუყენეს ფასიანი ქაღალდების გაყალბებასა და თათლითობაში[10].

2000 წელს ელისა კარიომ დატოვა მოქალაქეთა რადიკალური კავშირი და 2002 წელს თავის მომხრეებთან (დემოკრატიული სოციალისტური პარტიიდან და სხვა პოლიტიკოსები მემარცხენე ფრთიდან) ერთად ჩამოაყალიბა ახალი პარტია სახელწოდებით Alternativa para una República de Iguales (ARI).

ელისა კარიომ მონაწილეობა მიიღო 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიიღო ამომრჩეველთა ხმების 14 % და დაიკავა მეხუთე ადგილი. იგი დაუბრუნდა კონგრესს და 2005 წელს გახდა დეპუტატთა პალატის წევრი ბუენოს-აირესიდან.

კარიომ ასევე მონაწილეობა მიიღო 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია სამოქალაქო კოალიციიდან[11]. 2007 წლის მარტშ დატოვა დეპუტატის მანდატი რათა მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში[12]. სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელ რუბენ ჯუსტინიანთან (როგორც ვიცე-პრეზიდენტი) კარიომ მიიღო ხმების 23 % და დაიკავა მეორე ადგილი კრისტინა ფერნანდესის შემდეგ. კარიომ ხმების უმრავლესობა მიიღო ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში (ბუენოს-აირესი და როსარიო), მაგრამ დიდი მარცხი განიცადა ბუენოს-აირესის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია ქვეყანაში და ვერ შეძლო არჩევნების მიყვანა მეორე ტურამდე[13][14].

2007 წლის არჩევნების შემდეგ ელისა კარიომ განაცხადა, რომ შემდსეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა და სურდა გაეზარდა თავისი როლი როგორც ოპოზიციის ლიდერს და ეცდება გავლენა მოახდინეს მომავალ ადმინისტრაციაზე, რომელსაც აირჩევენ 2011 წელს[15]. 2009 წლის არჩევნებზე მან ყოფილ მოკავშირეებთან, სოციალისტებთან შეკრა კოლაიცია[16]. მოგვიანებით, მან შეცვალა გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და 2010 წლის 12 დეკემბერს წამოაყენა თავისი კანდიდატურა 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

  1. Elisa Carrió's personal website(ესპანური) დაარქივებული 2011-05-31 საიტზე Wayback Machine. .
  2. CC-ARI official party website დაარქივებული 2011-06-02 საიტზე Wayback Machine.
  3. The Times, July 8, 2007: ‘Fatty’ vs. the new Evita in all-girlfight for Argentina დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.
  4. [Terra: Nueva embestida de un ministro hacia Elisa Carrió(ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-19. ციტირების თარიღი: 2020-02-19. Terra: Nueva embestida de un ministro hacia Elisa Carrió(ესპანური)]
  5. [Política y Medios: Dos años después se convirtió en secretaria de la Procuración del Superior Tribunal de Justicia de esa provincia(ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-23. ციტირების თარიღი: 2020-02-19. Política y Medios: Dos años después se convirtió en secretaria de la Procuración del Superior Tribunal de Justicia de esa provincia(ესპანური)]
  6. Elisa Carrió: Trayectoria(ესპანური) დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine.
  7. Diario de Cuyo: Carrió se defendió(ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2020-02-19.
  8. Elisa Carrió: Discurso en la sesión especial donde se rechazó el ingreso a la Cámara de Luis Patti(ესპანური) დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine.
  9. Parlamentario: Sigue el contrapunto Carrió-Cavallo(ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-17. ციტირების თარიღი: 2020-02-19.
  10. Página/12: Una película de Chuck Norris(ესპანური)
  11. Coalición Cívica დაარქივებული 2007-10-26 საიტზე Wayback Machine. (official website).
  12. Clarín, 5 August 2006. El ARI ratificó a Elisa Carrió como candidata presidencial para el 2007 დაარქივებული 2010-01-03 საიტზე Wayback Machine. .
  13. Clarín, 29 October 2007. Cristina Kirchner conserva casi 22 puntos de diferencia sobre Carrió დაარქივებული 2011-08-25 საიტზე Wayback Machine. .
  14. Página/12, 29 October 2007. Kirchner, presidenta con «A» final.
  15. La Capital, 30 October 2007. Carrió mantendrá el liderazgo pero no volverá a pelear la Presidencia დაარქივებული 2007-11-01 საიტზე Wayback Machine.
  16. Con más críticas, Carrió se aleja del Acuerdo Cívico. La Nación. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-29. ციტირების თარიღი: 2020-02-19.