ელისაბედ ერისთავი

ელისაბედ ელიზბარის ასული ერისთავი (დ. 1864 — გ. 1949) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

ელისაბედ ერისთავი (ვ. ბარკანოვის ფოტოგრაფია)

ელიზბარ და ქეთევან ერისთავების შვილი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. ელისაბედ ერისთავი იყო საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რედაქტორი (ნინო ნ. ზურაბიშვილთან ერთად, 1904-1905, ნინო ზურაბიშვილთან ერთად). საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ქონება ჩამოართვეს, 1920-იან წლებში თბილისის საავადმყოფოებში მესასთუმლე ქალად მუშაობდა. საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო წლები ახლო ნათესავებთან გაატარა.[1]

ერისთავის ფრაგმენტული ხასიათის მოგონებები (დაცულია გ. ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში) შეიცავს საინტერესო მასალას XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I მეოთხედის ქართული არისტოკრატიის, საზოგადოებრივ-კულტურული და სალიტერატურო ცხოვრების შესახებ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მოგონება მამაზე , კრბ. „ელიზბარ ერისთავი“, თბ., 1997. — გვ. 140–141.
  • მემუარები. თბ., არტანუჯი. 2022, ISBN 9789941494871.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქევანიშვილი ე., არისტოკრატი მესასთუმლე — რას გვიამბობს ელისაბედ ერისთავის მემუარები?, „რადიო თავისუფლება“, ოქტომბერი 12, 2022.