ელიოზი (გობირახისძე)
(გადამისამართდა გვერდიდან ელიოზ II)
ელიოზი (ერისკაცობაში გობირახისძე) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1399 წლიდან 1419 წლამდე.
ზრუნავდა თემურლენგის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენისათვის, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (შეუძენია სოფლები მუხრანში, მიწები, გლეხები და ვენახები გორში, ატენში). 1401 წელს გიორგი VII-ს დაამტკიცებინა სამეფო გადასახადებისაგან მცხეთის მამულების გათავისუფლების სიგელი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 646.
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000, — გვ. 67–68.