ელიზავეტინსკაიას ნაქალაქარი

ელიზავეტინსკაიას ნაქალაქარი — ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი რუსეთში, მეოტების ტომის ძვ. წ. IV-I საუკუნეების გამაგრებული სამოსახლო ნაშთები სადგურ ელიზავეტინსკაიასთან, მდინარე ყუბანის მარჯვნივ, კრასნოდარის დასავლეთით 15 კილომეტრში. შემორჩენილია თხრილების და მიწაყრილების ნაშთები, ორმოსამარხიანი ნეკროპოლი და ყორღანთა ჯგუფი. გაითხარა 1934-1936 (ვ. გოროდცოვი) და 1952 (ვ. შილოვი) წლებში. მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას და თევზჭერას. მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბოსფორის სახელმწიფოსთან.

ლიტერატურა

რედაქტირება