ელიზაბეტ ბლეკბერნი
ელიზაბეტ ჰელენ ბლეკბერნი (ინგლ. Elizabeth Helen Blackburn; დ. 26 ნოემბერი, 1948, ჰობარტი, ტასმანია, ავსტრალია) — ავსტრალიელი და ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი და ბიოქიმიკოსი. 2009 წელს კეროლ გრეიდერთან და ჯეკ შოსტაკთან ერთად ქრომოსომების სტაბილურობის დაცვაში ტელომერებისა და ფერმენტ ტელომერაზას როლის კვლევისთვის მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაელიზაბეტ ჰელენ ბლეკბერნი დაიბადა ექიმების ოჯახში კუნძულ ტასმანიაზე 1948 წელს. დაამთავრა მელბურნის უნივერსიტეტის საბაკალავრო (1970) და სამაგისტრო (1972) პროგრამები და კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტურანტურა (1975). კემბრიჯში მუშაობდა ბრიტანელი ბიოქიმიკოსის, ფრედერიკ სანგერის ლაბორატორიაში ბაქტერიოფაგ ϕX174-ის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაზე და გაეცნო დნმ სექვენირების მეთოდს. დოქტურანტურის შემდგომი სამეცნიერო მუშაობა იალეს უნივერსიტეტში, ამერიკელი უჯრედული ბიოლოგისა და გენეტიკოსის ჯოზეფ გალის ლაბორატორიაში განაგრძო. ბლეკბერნი დაინტერესდა გალის კვლევებით ქრომოსომების სტრუქტურისა და რეპლიკაციის შესახებ და დაიწყო უმარტივეს ტეტრაჰიმენას ქრომოსომების შესწავლა. მან შეძლო ამ ორგანიზმის ტელომერების შემადგენლობის სექვენირება და აღმოაჩინა, რომ ტელომერები დნმ-ის მოკლე განმეორებადი სეგმენტებისგან შედგება.[25][26]
1978 წელს ბლეკბერნი გახდა ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი და განაგრძო ტეტრაჰიმენას ტელომერების კვლევა. 1980 წელს შეხვდა ამერიკელ მეცნიერ ჯეკ შოსტაკს, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო ტელომერებით. სოკოსა და ტეტრაჰიმენას მოდელებზე დაყრდნობით ორმა მეცნიერმა დაიწყო ერთობლივი კვლევა ტელომერების ფუნქციის გარკვევის მიზნით. 1984 წელს ბლეკბერნმა და მისმა უმცროსმა თანამშრომელმა, კეროლ გრეიდერმა აღმოაჩინეს ფერმენტი ტელომერაზა. მათმა შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ტელომერაზა გადამწყვეტ როლს თამაშობს ქრომოსომების დაცვაში, რადგან შეუძლია ტელომერებს მიამატოს დნმ-ის ფრაგმენტი. 1990 წელს ბლეკბერნი სან-ფრანცისკოში კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოფიზიკის, ასევე მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტების პროფესორად აირჩიეს. 1993 წელს იგი გახდა ამავე უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბლეკბერნის შემდგომდროინდელი კვლევები შეეხებოდა ტელომერებისა და ტელომერაზას გენური შემადგენლობასა და ფუნქციებს, ასევე მათი როლის გარკვევას სიმსივნურ და დაბერების პროცესებში.[25][26]
თავისი კარიერის მანძილზე ბლეკბერნს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს სხვადასხვა საპატიო წოდება და ჯილდო, მათ შორის გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია (1998, გრეიდერთან ერთად), ლუის როზენშტილის პრემია ბაზისურ სამედიცინო მეცნიერებებში გამორჩეული შრომისთვის (1998, გრეიდერთან ერთად), ალბერტ ლასკერის პრემია ბაზისურ სამედიცინო მეცნიერებებში (2006, გრეიდერთან და შოსტაკთან ერთად). 2009 წელს კეროლ გრეიდერთან და შოსტაკთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში.[25] 2002 წელს ბლეკბერნი დაინიშნა აშშ ბიოეთიკის საპრეზიდენტო საბჭოს წევრად. მხარს უჭერდა ადამიანის ემბრიონულ უჯრედებზე კვლევებს, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ჯორჯ უოკერ ბუშის ადმინისტრაციის პოზიციასთან. 2004 წელს ამერიკის მთავრობამ საბჭოს წევრობა შეუწყვიტა.[27][28]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Czech National Authority Database
- ↑ http://www.salk.edu/news-release/nobel-laureate-elizabeth-blackburn-named-salk-institute-president/
- ↑ http://www.laskerfoundation.org/awards/2006basic.htm
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/2009/blackburn-bio.html
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://harveypz.net.technion.ac.il/harvey-prize-laureates/
- ↑ https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2010-2001-awardees
- ↑ GM Cancer Previous Prize Winners
- ↑ https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
- ↑ https://www.ascb.org/award/e-b-wilson-medal/
- ↑ https://www.ms-fund.keio.ac.jp/en/prize/list.html
- ↑ GRANTS AND AWARDS PROGRAM FACT SHEET
- ↑ https://www.nasonline.org/programs/awards/molecular-biology.html
- ↑ http://content.time.com/time/specials/2007/completelist/0,29569,1595326,00.html
- ↑ Science Careers — 2013.
- ↑ https://www.royalsoc.org.au/about-us/fellows
- ↑ https://www.harvard.edu/on-campus/commencement/honorary-degrees
- ↑ Australian Honours Search Facility
- ↑ https://www.vumc.org/oor/vanderbilt-prize-biomedical-science
- ↑ https://gazette.legislation.nsw.gov.au/so/download.w3p?id=Gazette_2018_2018-13.pdf
- ↑ https://www.theaic.org/award_winners/goldmedal.html
- ↑ https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2010-great-immigrants/
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://www.aacr.org/professionals/research/scientific-achievement-awards-and-lectureships/scientific-award-recipients/aacr-clowes-award-recipients/
- ↑ 25.0 25.1 25.2 Elizabeth H. Blackburn, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
- ↑ 26.0 26.1 Elizabeth H. Blackburn, Nobel Media AB. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
- ↑ President Names Members of Bioethics Council. ციტირების თარიღი: 2019-03-16
- ↑ Blackburn, Elizabeth & Rowley, Janet (2004). „Reason as Our Guide“. PLoS Biology. 2 (4): e116. doi:10.1371/journal.pbio.0020116. PMC 359389. PMID 15024408. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|lastauthoramp=
(დახმარება)