ელიზაბეტა გორგიევსკა

ელიზაბეტა გორგიევსკა ( მაკედ. Елизабета Ѓоргиевска ; დ. 6 მაისი, 1972, სკოპიე, იუგოსლავია ) — სტომატოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, პედიატრიული და პროფილაქტიკური სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტში ჩრდილოეთ მაკედონიაში.

ელიზაბეტა გორგიევსკა
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მე-5 პირველი ლედი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2019 წლის 12 მაისიდან
პრეზიდენტი  სტევო პენდაროვსკი
წინამორბედიმაია ივანოვა

დაბადებული6 მაისი, 1972 (50 წლის)
სკოპიე, იუგოსლავია
მოქალაქეობაიუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ჩრდილოეთ მაკედონია
მეუღლესტევო პენდაროვსკი
შვილები1

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის, სტევო პენდაროვსკის მეუღლე. ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი ლედი 2019 წლის 12 მაისიდან.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელიზაბეტ გორგიევსკა დაიბადა 1972 წლის 6 მაისს სკოპიეში . 1996 წლის მარტში დაამთავრა სკოპიეს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი (ახლანდელი წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი სკოპიეში ). 1998 წლიდან სწავლობდა ამავე ფაკულტეტზე მაგისტრატურაში, 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2006 წელს -—სადოქტორო .

1997 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა ყბა-სახის ქირურგიის კლინიკაში მოხალისედ, ხოლო 1998 წლიდან ბავშვთა და პროფილაქტიკური სტომატოლოგიის კლინიკის ექიმად.2002 წელს ჩააბარა გამოცდა სპეციალობაში. 2004 წელს ელიზაბეტ გერგიევსკა გახდა უმცროსი ასისტენტი, ხოლო 2006 წელს — სკოპიეს უნივერსიტეტის პედიატრიული პროფილაქტიკური სტომატოლოგიის განყოფილებაში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 2008 წლიდან — ასოცირებული პროფესორი .

2002 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი. არის პედიატრიული და პროფილაქტიკური სტომატოლოგიის სპეციალისტი, 2006 წლიდან მეცნიერებათა დოქტორია. რამდენჯერმე კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს, ბელგიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში და ასევე მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო კვლევით პროექტზე [2] .

გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი ნაშრომი. იყო რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის წევრი. კითხულობდა ლექციებს და სემინარებს სამეცნიერო კონფერენციებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში და მის ფარგლებს გარეთ. ელიზავეტა გორგიევსკა მრავალი ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიის და კიდევ სამი მონოგრაფიის თანაავტორი. 2010-2014 წლებში იყო მაკედონიის ბავშვთა და პროფილაქტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე. ის არის სტომატოლოგიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი [2] .

ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი ლედი

რედაქტირება

2019 წლის 12 მაისიდან ის ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი ლედია .

ელიზავეტა გორგიევსკა თავის მეუღლეს, პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკის, თან ახლავს პოლიტიკოსებთან სხვადასხვა სახის შეხვედრებზე და საზღვარგარეთულ მოგზაურობებში. მაგალითად, იგი იასამნისფერ კაბაში გამოწყობილი შეეგება პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას მეუღლეს, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ეწვია ჩრდილოეთ მაკედონიას [3][4]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სტევო პენდაროვსკისთან ელიზაბეტას ჰყავს ვაჟი ოგნენი. იგი მხარს უჭერდა მეუღლეს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 და 2019 წლებში. სტევო პენდაროვსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაქორწინდა ელიზაბეტაზე, რადგან ის არის "პირველი რანგის დიასახლისი, რომელიც შრომისმოყვარეა და ამავე დროს, არის მეცნიერებათა დოქტორი." .

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება