ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი (ინგლ. Elizabeth Roboz Einstein; დ. 11 აპრილი, 1904, ორესტიე, ჰუნედოარა — გ. 9 იანვარი, 1995, ბერკლი, კალიფორნია) —ბიოქიმიკოსი და ნეირობიოლოგი, პიონერი ნეიროქიმიის დარგში; ცნობილია მიელინის ძირითადი ცილის იზოლაციისა და მისი როლის შესწავლით გაფანტული სკლეროზის განვითარებაში.[1] [2]

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი
Elizabeth Roboz Einstein


ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის სურსათის კვლევის ლაბორატორიაში

(ფოტო 1948)
დაბადების თარიღი 11 აპრილი 1904
ორეშტიე, ხუნედოვარა, რუმინეთი
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი 1995 (90 წლის)
ბერკლი, ალამინა
კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია ბიოქიმიკოსი, ნეირობიოლოგი
მეუღლე(ები) ჰანს ალბერტ აინშტაინი

ბიოგრაფია რედაქტირება

ელიზაბეთ რობოზი დაიბადა 1904 წელს ქალაქ სასვაროსში (უნგრ. Szászváros, უნგრეთის სამეფო; ამჟამად ორესტიე, რუმინეთი) ქალაქის მთავარი რაბინის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ ოჯახი უნგრეთის ქალაქ ნირედჰაზაში გადაიყვანა. [3]

ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ებრაელების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რობოზი შევიდა ვენის უნივერსიტეტში ორგანული ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს წარჩინებით. ხარისხის დასადასტურებლად უნგრეთში დაბრუნების შემდეგ იძულებული გახდა გამოცდები ხელახლა ჩაებარებინა. სტუდენტობისას სწავლობდა მცენარეთა ბიოქიმიას. მოგვიანებით, უნგრეთში,  უნგრულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიაში  დააარსა მცენარეთა ნუტრიციოლოგიის ლაბორატორია.

1940 წელს, ანტისემიტური განწყობის ზრდის ფონზე, რობოზი უნგრეთიდან შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტის ვიზით.

1959 წელს ელიზაბეთი ცოლად გაჰყვა ჰანს ალბერტ აინშტაინს (1904-1973), ცნობილი ალბერტ აინშტაინის უფროს ვაჟს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთმა დაწერა და 1991 წელს გამოაქვეყნა ჰანს აინშტაინის ბიოგრაფია.[4][5]

ელიზაბეთ რობოზის აკადემიური კარიერა, როგორც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარის თანაშემწის, დაიწყო 1942 წელს. იგი მუშაობდა არიე ჟან ჰეგენ-სმიტთან. მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა ვაიომინგის უნივერსიტეტში, ინჟინერიის კოლეჯში, სტენფორდის უნივერსიტეტში და სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის სურსათის კვლევის ლაბორატორიაში.

1952 წელს ელიზაბეთ რობოზი გადავიდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, სადაც ასევე ასწავლიდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა ინტერესი გაფანტული სკლეროზის მიმართ.

1958 წელს იგი დაბრუნდა სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა კოშლანდის ნეიროქიმიის ახალ ლაბორატორიას.

1959 წელს იგი გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში სან ფრანცისკოში, ხოლო შემდეგ  —კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში.[6][7]

ელიზაბეთ რობოზის საქმიანობას მხარს უჭერდა აშშ-ს მთავრობა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეშვეობით, სადაც იგი ატარებდა კვლევებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კლინიკურ ლაბორატორიაში.[8]

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი  გახლდათ ამერიკული ქიმიური საზოგადოების, ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და სამედიცინო საზოგადოების  და ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის  წევრი. მან 1957 წელს მაინარდ კოენთან და დონალდ ბ. თაუერთან ერთად დააარსა ნეიროქიმიის განყოფილება.

კვლევები რედაქტირება

ელიზაბეთ რობოზ აინშტაინი კვლევებს ატარებდა გაფანტული სკლეროზის მიზეზების დასადგენად. მან და კარიან კიზმა განსაზღვრეს მიელინის ძირითადი ცილა, როგორც ანტიგენი, რომელიც პასუხისმგებელია იმუნური რეაქციის გამოწვევაზე ექსპერიმენტული აუტოიმუნური ენცეფალომიელიტის დროს (EN), რომელიც სიმულაციას უკეთებს პირობებს გაფანტული სკლეროზის და სხვა დემიელინიზებელი დაავადებების შესასწავლად. ამ კვლევებამდე მეცნიერებმა არ იცოდნენ, კონკრეტულად რა იწვევს იმუნურ რეაქციას. ამ აღმოჩენის წყალობით შესაძლებელი გახდა შემცირებულიყო ანტიგენების დიაპაზონი და გაუმჯობესებულიყო  კვლევები იმუნოთერაპიის პოტენციალის შესახებ დემიელინიზებელი დაავადებებისთვის. [9][10]

1968 წელს რობოზ აინშტაინმა მიიღო გრანტი გაფანტული სკლეროზის ეროვნული საზოგადოებისგან, რომელიც მიმართული იყო  შემდგომ კვლევებზე. სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად.

მან ასევე შეიმუშავა მეთოდები ცერებროსპინალურ სითხეში იმუნოგლობულინისა და გლიკოპროტეინების დონის გასაზომად და შეისწავლა თუ როგორ მოქმედებს მათი ცვლილება დაავადებებზე.

1961 წლიდან 1962 წლამდე რობოზ აინშტაინი გახლდათ  SEATO-ს სტიპენდიანტი ბანგკოკის უნივერსიტეტში. იგი ბანგკოკის პასტერის ინსტიტუტში ატარებდა ენცეფალომიელიტის შემსწავლელ კვლევას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ.[11]

სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ელიზაბეთ აინშტაინი ხელმძღვანელობდა კვლევას ნერვული ქსოვილის ცილების შესახებ, ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში მონაწილეობდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გავლენის შესწავლაში მიელინოგენეზის პროცესზე, რამაც განაპირობა შემდგომში შეემუშავებინათ ჰიპოთირეოზით დაავადებული ახალშობილების ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიული მკურნალობა. [12]

სქოლიო რედაქტირება

  1. Einstein, Elizabeth Roboz // The biographical dictionary of women in science: pioneering lives from ancient times to the mid-20th century (англ.) / под ред. Marilyn Ogilvie, Joy Harvey. — Taylor & Francis, 2000. — Vol. 2. — ISBN 9780415920407.
  2. (System), University of California (1969). University Bulletin: A Weekly Bulletin for the Staff of the University of California. Office of Official Publications, University of California.
  3. K. A. I. L. Wijewardena Gamalath. Einstein: His Life and Works (англ.). — Alpha Science International, 2012. — P. 386. — ISBN 9781842657348.
  4. K. A. I. L. Wijewardena Gamalath. Einstein: His Life and Works (англ.). — Alpha Science International, 2012. — P. 386. — ISBN 9781842657348.
  5. Elizabeth Roboz Einstein. Reminiscences of His Life and Our Life Together (англ.). — Айова-Сити: Iowa Institute of Hydraulic Research, University of Iowa, 1991. — 112 p. — ISBN 9780874140835.
  6. News From University Of California San Francisco Medical Center (1967). ციტირების თარიღი: 19 მაისი 2020.
  7. "Fellowships". Department of Molecular & Cell Biology. 2011-11-08. Retrieved 2018-10-09.
  8. Mind, Brain, Body, and Behavior: Foundations of Neuroscience and Behavioral Research at the National Institutes of Health (англ.) / под ред. Ingrid G. Farreras, Caroline Hannaway, Victoria Angela Harden. — IOS Press, 2004. — P. 366. — ISBN 9781586034719.
  9. Lewis P. Rowland. NINDS at 50: An Incomplete History Celebrating the Fiftieth Anniversary of the National Institute of Neurological Disorders and Stroke — Bethesda: U.S. Dept. of Health and Human Services, Public Health Service, National Institutes of Health, 2001. — P. 326.
  10. Peter R. Dunkley. Isolation of Myelin Basic Proteins : [англ.] / Peter R. Dunkley, Patrick R. Carnegie // Research Methods in Neurochemistry. — 1974. — Vol. 2. — P. 219—245. — doi:10.1007/978-1-4615-7751-5_9.
  11. Byron H. Waksman. Preface : [англ.] // Neurochemical Research. — 1984. — Vol. 9 (October). — P. 1355–1357. — doi:10.1007/BF00964662.
  12. Paola S. Timiras. Elizabeth Roboz Einstein, (1904–1995) : // Neurochemical Research. — 1995. — Vol. 20 (July). — P. 885. — doi:10.1007/bf00969703.