სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელია.

ელიათბილისის ერთ-ერთი ძველი მიკროუბანი. მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, მახათის მთის ფარდობზე, ავლაბრის ჩრდილო-დასავლეთით, ელენე ახვლედიანის ხევის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის აღმოსავლეთით (ისნის რაიონი).

პლატონ იოსელიანის მიხედვით, ადრე მახათას მთაზე ელია წინასწარმეტყველის სახელზე აშენებული სალოცავი იდგა, რომლის ნაშთები მას თავად უნახავს. მისივე ცნობით, ამ ადგილას 20 ივლისს იმართებოდა საეკლესიო დღესასწაული, ელიაობა. ამ ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს უბნის დასახელება.

წყაროებში „მახათას ეკლესია“ პირველად 1654 წელს იხსენიება როსტომ მეფის მიერ ხოჯა ბეჰბუდასადმი გაცემულ, ქართულ და სპარსულ ენებზე შედგენილ წყალობის წიგნში. ხოჯა ბეჰბუდას მეფისათვის უთხოვია მახათას ეკლესიის ქვემოთ მდებარე ვაკე ადგილი თავისი ახლობლებისათვის სასაფლაოს მოსაწყობად.

დღეს ელიას გორაზე აღმართულია წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ხოლო მახათაზე შენდება წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866.
  • ჯანაშვილი მ., საქართველოს დედა ქალაქი ტფილისი, ქუთ., 1899.
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 37.