ელექტროენერგიის სექტორი სომხეთში
სომხეთის ელექტროენერგიის სექტორი — მოიცავს რამდენიმე კომპანიას, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის წარმოებასა და განაწილებას სომხეთში.[1][2][3]ამ ყველაფერს ახორციელებს მრავალი კომპანია, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, ისე კერძოც.
2016 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის სექტორის უმეტესი ნაწილი შესყიდულია უცხოური კომპანიების მიერ (ძირითადად რუსული და ამერიკული კომპანიების მიერ). ადმინისტრაციას, სამთავრობო კანონმდებლობას და სექტორის პოლიტიკას აკონტროლებს სომხეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ასევე სექტორის რეგულირებას ახორციელებს სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისია.[4][5][6] სომხეთს არ აქვს დიდი წიაღისეულის რეზერვი, ამიტომ იგი დამოკიდებულია რუსეთიდან და ირანიდან ბუნებრივი აირისა და რუსეთიდან ბირთვული საწვავის იმპორტზე, ყველაფერი ეს ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 66% -ს შეადგენს.[6][7][8][9] სომხეთი ელექტროენერგიის ქსელის მწარმოებელია და 2014 წლიდან ყოველწლიურად 1,3 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს[10][11][12] ირანში, საქართველოსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში.[10][13][14]
დიდი ინვესტიციები ჩაიდო ელექტროენერგეტიკის სექტორში სომხეთში 2000-იან წლებში. ეს მოიცავს 2010 წელს დასრულებული ერევნის თბოელექტროსადგურის 247 მილიონი აშშ დოლარის კომბინირებული ციკლის მშენებლობას.[15][16] მსოფლიო ბანკისგან მიღებული 52 მილიონიანი აშშ დოლარის სესხი 2015 წელს სომხეთში ელექტროენერგიის განაწილების გაუმჯობესებასას მოხმარდა, ხოლო [17][18][19] 42 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო სომხეთის ელექტრო ქსელების მშენებლობაში.[20]
2016 წლის ივნისში, სომხეთის პარლამენტმა განაახლა კანონი „ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის“ შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენება-დანერგვას და საშუალებას აძლევს მზის დანადგარების 150 კვტ ან ნაკლები ენერგია(ზედმეტი ელექტროენერგია), გაყიდონ ელექტროენერგეტიკულ ქსელში.[21][22]
სომხეთში ძაბვა არის 220 ვოლტია AC (ცვლადი დენი), სიხშირით 50 ჰერცი. სომხეთი იყენებს ევროპულ 2-პინიან C- სოკეტისა და F- სოკეტების დენცქვიტებსა და შესაერთებლებს.[23][24][25]
ტიპები
რედაქტირებაბირთვული ენერგია
რედაქტირებაბირთვული ენერგია ელექტროენერგიის 38% -ს უზრუნველყოფს სომხეთში, ერთი მოქმედი ბირთვული რეაქტორის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის 2 განყოფილების საშუალებით.[26]
გეოთერმული ენერგია
რედაქტირება2018 წლის მონაცემებით, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განიხილავს გეოთერმული ენერგიის განვითარებას.[27][28]
სომხეთში გეოთერმული რესურსების შემდგომი გამოკვლევისთვის 2015 წელს მსოფლიო ბანკმა $ 8,55 მილიონი ოდენობის გრანტი გამოყო.[29][30][31][32]
სომხეთის პირველი გეოთერმული ელექტროსადგურის სარეკონსტრუქციო ბურღვა ჩატარდა 2016 წელს..[33][34][35] დასრულებულია ორი ჭაბურღილი, პირველი ჭაბურღილების საბურღი სამუშაოები 1 500 მეტრ სიღრმეს, ხოლო მეორე 1 682 მ-ს შეადგენს. გეოთერმული ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის მთლიანი ღირებულება კარკარის ტერიტორიაზე სავარაუდოდ $ 100 მილიონი დაჯდება. ეს გეოთერმული ელექტროსადგური 30 მგვტ სიმძლავრით წელიწადში გამოიმუშავებს დაახლოებით 250 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას.[36]
მაღალი წნევა (20-25 ატმოსფერული) და ცხელი წყალი (250 ° C –მდე) არის გეოთერმული ენერგიის პოტენციური წყარო, რომლის სიმძლავრეც 25 მგვტ-ია.[37][36][38]
ჰიდროენერგია
რედაქტირებაჰიდროელექტროსადგურები უზრუნველყოფს სომხეთის განახლებადი ენერგიის 70 პროცენტს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის წარმოებას 33%. ჰესის ძირითადი სიმძლავრეები დამონტაჟებულია რაზდანისა და ვოროტანის კასკადებში. [39] სომხეთის ჰიდროელექტროსადგურებისს პოტენციალი 21,8 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს.
მზის ენერგია
რედაქტირებაექსპერტთა აზრით, მზის ენერგიის პოტენციალი სომხეთში 1000 მეგავატს შეადგენს. ამის მიზეზი ის არის, რომ საშუალო მზის რადიაცია სომხეთში ყოველწლიურად თითქმის 1700 კვტ.სთ / მ 2 -ია.[40] ამჟამად, მზის ტექნოლოგია მხოლოდ ზოგიერთმა კომპანიამ გამოიყენა და არ გამოყენება ფართოდ მოქალაქეებში. ერთ-ერთი მაგალითი არის სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUA), რომელიც მას იყენებს არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებისთვის, არამედ წყლის გათბობისთვისაც. სომხეთის მთავრობა ხელს უწყობს მზის ენერგიის გამოყენებას. [41][42]
ბიოენერგეტიკა
რედაქტირებაპირველი არის ბიოსაწვავი. როგორც მთელს მსოფლიოში მიღებულია, ბიოეთანოლის მნიშვნელოვანი წყაროა სიმინდი და შაქარი. ამ ინგრედიენტების მეშვეობით წარმოიქმნება ბიოეთანოლი.[43] 50:50-ზე ნავთობთან შეზავებისას, ნარევი უფრო იაფდება, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. ამრიგად, შემცირდება ტრანსპორტირების ფასებიც. სომხეთში ამინდი არ არის ხელსაყრელი შაქრის მისაღებად, ამიტომ მისი შეცვლა ხდება მიწავაშლით. უფრო მეტიც, ამ მცენარეში მაღალი კონცენტრაცია ნახშირწყლებისა, მას უკეთეს წყაროდ აქცევს ბიო-ეთანოლის წარმოებისთვის.
ენერგიის ეფექტურობა
რედაქტირება2012 წელს 1,82 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა „ენერგოდაზოგვის პროგრამასთან“ დაკავშირებით. პროგრამა დაგეგმილი იყო საზოგადოებრივი შენობების და გათბობის სისტემების განახლებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა ტრადიციული ნათურების „LED“- ების შეცვლას და მზის წყლის გათბობის პანელების დამონტაჟებას. 2016 წლის 30 ივნისს დასრულდა პროექტის საგრანტო კომპონენტი.[44]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Companies of the system. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Energy System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Danielyan, Emil (May 5, 2016). „Russian State Presence in Armenian Energy Sector Declining“. EurasiaNet.org. EurasiaNet. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Main Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Energy Sector Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ 6.0 6.1 Energetics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Renewable Energy Roadmap for Armenia (PDF). Armenia Renewable Resources and Energy Efficiency Fund (R2E2). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Armenia, Iran Sign Deal to Increase Gas Imports, Power Flows“. Radio Free Europe Radio Liberty. November 3, 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Armenia-Iran Gas Deal ‘Planned’“. Asbarez. October 21, 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ 10.0 10.1 „Armenia exports over 1.4 billion kWh electricity in 2015“. NEWS.am. 21 January 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Armenia can quadruple electricity exports to Iran, deputy minister says“. ARKA News Agency. 24 September 2015. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ The World Fact Book - Middle East: Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Iran to treble gas exports to Armenia“. Armenpress. 2 July 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Armenia plans to increase volumes of exported energy“. Armenpress. 23 November 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Yerevan Combined-Cycle Thermal Power Plant, Armenia. Kable Intelligence Limited. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Minister: Armenian government not planning to alienate Yerevan Thermal Power Plant“. ARKA News Agency. 6 October 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „World Bank Helps to Further Strengthen Power Supply Reliability in Armenia“. The World Bank. 30 March 2015. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „World Bank to Loan Armenia $52 Million for Electric Substation Rehab“. Hetq. 8 April 2015. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Armenia to improve electronic communication network with World Bank's $52 million dollar loan“. Armenpress. 31 March 2015. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Electric Networks of Armenia’s 2016 investment program is worth 20.1 billion drams“. ARKA News Agency. 11 April 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Vorotnikov, Vladislav (1 June 2016). „Legislative Reform to Promote Solar Energy in Armenia“. Renewable Energy World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „Armenia to allow using home solar panels and selling power excess to common network“. NEWS.am. 14 March 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ About Armenia - Electricity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ ARMENIA ADAPTERS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Armenia Technical Information for Travelers. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Nuclear Power Plant Construction. ციტირების თარიღი: 9 December 2016.
- ↑ Geothermal project in Armenia could be developed by single investor | Think GeoEnergy - Geothermal Energy News en-US. ციტირების თარიღი: 2018-04-18
- ↑ Geothermal Energy - Investment projects - Projects - www.minenergy.am. ციტირების თარიღი: 2018-04-18
- ↑ „World Bank Supports Exploration of Geothermal Resources in Armenia“. The World Bank. 8 June 2015. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „World Bank Supports Exploration of Geothermal Resources in Armenia“. Aravot.am. 8 June 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „World Bank Backs Probe into Geothermal Resources in Armenia“. Asbarez. 9 June 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „30MW geothermal power plant construction project being developed in Armenia“. ArmInfo. 18 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ „First-ever geothermal power station to be built in Armenia“. PanARMENIAN Network. 19 July 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Vorotnikov, Vladislav (27 June 2016). „Armenia Begins Drilling for Major Geothermal Station“. Renewable Energy World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ Armenia Alternative Energy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2016.
- ↑ 36.0 36.1 The First Geothermal Power Plant Will Be Built in Armenia | News | Construction Portal Armenia. ციტირების თარიღი: 2018-04-18
- ↑ Geothermal Energy. ციტირების თარიღი: 25 November 2016.
- ↑ Geothermal Energy Development in Armenia.
- ↑ Hydro Energy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 November 2016.
- ↑ Solar Energy. ციტირების თარიღი: 9 December 2016.
- ↑ Legislative Reform to Promote Solar Energy in Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 9 December 2016.
- ↑ Solar Heating and Cooling in Armenia. ციტირების თარიღი: 9 December 2016.
- ↑ A Bio-Ethanol Fuel Program for Armenia Asbarez.com. ციტირების თარიღი: 9 December 2016.
- ↑ Energy Efficiency. ციტირების თარიღი: 27 November 2016.