კარკარის გეოთერმული ელექტროსადგური

კარკარის გეოთერმული ელექტროსადგური (Karkar GTPP) (სომხ. Կարկառի երկրաջերմաէլեկտրակայան) — მდებარეობს სომხეთის სამხრეთ გუბერნიაში, სიუნიქის პროვინციაში.[1] საწყისი კვლევები ითვალისწინებდა, რომ 28-30 მგვტ სიმძლავრის გეოთერმული ელექტროსადგური უნდა აშენებულიყო, რომლის წლიური ელექტროენერგია 250 მილიონი კილოვატი საათში (კვტ.სთ) იქნებოდა (2016 წელს მოწოდებული მონაცემების მიხედვით).[2]

თერმული ტბა, სიუნიქის პროვინციაში

2008–2009 წლებში შესრულებული კარკარის გეოთერმული ელექტროსადგური, უნიკალური პროექტია სომხეთში, რადგან მას არ გააჩნია ანალოგი ამ რეგიონში და დადებითი თვისებები აქვს სხვა ენერგომომარაგების ელექტროსადგურებისგან განსხვავებით. ასევე მინიმალურია მსგავსი ელექტროსადგურის ბუნებაზე გავლენა.[3]

საძიებო ბურღვისთვისა და საველე გამოკვლევების საფუძველზე, შეირჩა კარკარი, რომელიც როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო გეოთერმული ენერგიის სპეციალისტება დასახელეს ყველაზე პერსპექტიულ ადგილად.[1]კვლევა განხორციელდა სამთავრობო გეგმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთში ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და უცხოეთიდან იმპორტირებული ენერგიის წყაროებზე უფრო ნაკლები დამოკიდებულების მიღწევას.[3]

შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ გეოთერმული ელექტროსადგურის ფუნქციონირება შესაძლებელია, 6 ჭაბურღილით, რომლებიც განთავსებულები იქნებიან 2.5–3 კილომეტრის სიღრმეზე, ხოლო დასაბრუნებელი ნაკადის 2 ჭაბურღილი 3 კილომეტრის სიღრმეზე. ინვესტიცია შეფასდა 17.6 მილიარდად სომხური დრამად, ხოლო ხარჯები დამონტაჟებულ სიმძლავრეზე, კილოვატი 1564 აშშ დოლარად. ელექტროენერგიის საშუალო წლიური წარმოება, გათვლილი იყო 199.4 მილიონ კვტ.სთ-ზე.[4]დღეისათვის ეს რიცხვი გაიზარდა 250 მილიონ კვტ.სთ-მდე.[2] კვლევამ აჩვენა სომხეთში გეოთერმული ენერგიის გამოყენების სტრატეგიული მნიშვნელობა და ეფექტურობა სითბოს მომარაგების უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიის საწარმოებლად.[3]

პერსპექტიულ ადგილებში არსებულ საველე გამოძიებებში, რომელშიც შედიოდა საველე სკაუტირების, მაგნეტოტელური (MT) ხმის ამოღება და „3D MT“ კვლევების ჩატარება, ამ დამოუკიდებელ კვლევებთან ერთად, ჩატარდა „სომხეთის გეოთერმული პროექტი“, რომელიც დაფინანსებულია „GEF“- ის მიერ და დასრულდა 2012 წელს. [5]

მეორე ეტაპი

რედაქტირება

„GEDP“- ის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა გეოთერმული ელექტროსადგურის მშენებლობას.[6][7]გეოთერმული ელექტროსადგურის საწყისი სამშენებლო ხარჯების სავარაუდო ღირებულება, 90 მილიონი აშშ დოლარიდან 110 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობდა. მისი მშენებლობის შემთხვევაში, კარკარის გეოთერმული ელექტროსადგური დაიკავებს სავარაუდოდ 1,5 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს მილსადენების, პარკინგის, საწყობებისა და სითხის შესანახ ადგილებს, ასევე მუშათა კვარტლებსა და ამ ყველაფრის დაკავშირებულ ობიექტებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Investment Projects გვ. 19–20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი 2019.
  2. 2.0 2.1 First-ever geothermal power station to be built in Armenia (19 July 2016). ციტირების თარიღი: 8 December 2016
  3. 3.0 3.1 3.2 Jermaghbyur Geothermal Power Plant (4 October 2009). ციტირების თარიღი: 8 December 2016
  4. Use of Renewable Energy Sources in the World and Armenia/Through Innovations to Clear Technologies გვ. 53–54 (2010). ციტირების თარიღი: 8 December 2016
  5. International Bank for Reconstruction and Development Project Appraisal Document on a Proposed Strategic Climate Fund Grant in the Amount of US$8.55 Million to the Republic of Armenia for a Geothermal Exploratory Drilling Project გვ. 14–15 (18 May 2015). ციტირების თარიღი: 8 December 2016
  6. World Bank Supports Geothermal Resources in Armenia (8 June 2015). ციტირების თარიღი: 8 December 2016
  7. Deputy minister/ Armenia has all prerequisites for construction of a geothermal power plant (27 October 2016). ციტირების თარიღი: 8 December 2016