ელეონორა მარქსი
ელეონორა ეველინგ მარქსი (დ. 16 იანვარი, 1855, ლონდონი — გ. 31 მარტი, 1898, ლონდონი) — ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. კარლ მარქსის უმცროსი ქალიშვილი. 1884 წლიდან ედუარდ ეველინგის ცოლი და თანამებრძოლი. სოციალისტური ლიგის (1884) და დამოუკიდებელი მუშათა პარტიის (1893) ერთ-ერთი დამაარსებელი.[1] ფრიდრიხ ენგელსის უშუალო ხელმძღვანელობით გამოდიოდა არაკვალიფიციური მუშების მასობრივი მოძრაობის აქტიურ ორგანიზატორად. ხელმძღვანელობდა ლონდონის დოკერებისა და აირის საწარმოთა მუშების (1889) გაფიცვებს. მონაწილეობდა II ინტერნაციონალის პირველი კონგრესის მომზადებაში, ამ ინტერნაციონალის 1891, 1893 წლების კონგრესებში.[2] აქტიურად თანამშრომლობდა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების სოციალისტურ პრესაში. დასაბეჭდად მოამზადა კარლ მარქსის მთელი რიგი ნაშრომები.
ელეონორა მარქსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
16 იანვარი, 1855 ლონდონი |
გარდაცვალების თარიღი |
31 მარტი, 1898 ლონდონი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ლ. გორგილაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 463.