ელენი არვეილერი
ელენი გლიკაცი-არვეილერი (ბერძნ. Ελένη Γλύκατζη-Αρβελέρ, ფრანგ. Hélène Ahrweiler; დ. 29 აგვისტო, 1926, ათენი, საბერძნეთის სამეფო) — ბერძენი ისტორიკოსი- ბიზანტიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი. პირველი ქალი, რომელიც 1967 წელს სათავეში ჩაუდგა სორბონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტს და გახდა ამ უნივერსიტეტის პირველი ქალი რექტორი მისი არსებობის ისტორიის 700 წლის მანძილზე. 2008 წელს, სატელევიზიო შოუს დროს "დიდი ბერძნები" 86-ე ნომრით შევიდა ყველა დროის ასი დიდი ბერძენის სიაში. არის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი.[1]
ელენე არვეილერი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Ελένη Γλύκατζη-Αρβελέp |
დაბადების სახელი | ფრანგ. Hélène Glykatzi |
დაბადების თარიღი |
29 აგვისტო, 1926 (96 წლის) ათენი, საბერძნეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი |
ათენის უნივერსიტეტი პარიზის ხელოვნების ფაკულტეტი (1960) პარიზის ხელოვნების ფაკულტეტი (1966) |
პროფესია | ისტორიკოსი-ბიზანტიოლოგი |
წოდება | ფილოსოფიის დოქტორი (1966) |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ათენში 1926 წლის 29 აგვისტოს მცირე აზიიდან დევნილ ბერძენთა ოჯახში. მისმა ოჯახურმა წარმომავლობამ დიდწილად განსაზღვრა მისი, როგორც ისტორიკოსის მომავალი ინტერესები. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი.[2]
საბერძნეთის სამმაგი გერმანულ-იტალიურ-ბულგარული ოკუპაციის წლებში მან მონაწილეობა მიიღო წინააღმდეგობის მოძრაობაში ეროვნული პანელინიური ახალგაზრდული ორგანიზაციის (EPON) რიგებში მომავალში ცნობილ ბერძენ კომპოზიტორ მანოს ჰაძიდაკისთან ერთად. სწავლის დასრულების შემდეგ იყო ათენის მცირე აზიის კვლევითი ცენტრის მკვლევარი. 1953 წელს გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში პარიზის École pratique des hautes études-ში, სადაც გახდა ისტორიაში დოქტორის ხარისხის მფლობელი. 2 წლის შემდეგ ჩაირიცხა საფრანგეთის სამეცნიერო- კვლევით ეროვნულ ცენტრში (CNRS). 1964 წელს გახდა ცენტრის დირექტორი, ხოლო 1967 წელს — სორბონის პროფესორი. ამავე დროს მიიღო წოდება Docteur des Lettres. იკავებდა ბიზანტიისა და ქრისტიანული არქეოლოგიის ისტორიისა და კულტურის ცენტრის დირექტორის პოსტს. 1970-1973 წლებში პარიზის 1 პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტმა აირჩია რექტორის მოადგილედ, ხოლო 1976-1981 წწ. — რექტორად. უნივერსიტეტის ისტორიაში არველერი პირველი ქალი იყო, ვინც ხსენებული პოსტი დაიკავა.[3]
აქ მან გაიცნო და დაქორწინდა საფრანგეთის არმიის ოფიცერზე, ჟაკ არვეილერზე, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი. 1982 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა დანიშნა პარიზის აკადემიის რექტორად და პარიზის ყველა უნივერსიტეტის კანცლერად. ელენე არველერი ამ პოსტზე 1989 წლამდე დარჩა. 1989 წლის თებერვლიდან 1991 წლის აგვისტომდე დაინიშნა პომპიდუს ცენტრის პრეზიდენტად.
ელენი არვეილერი ასევე არის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (საფრანგეთი) ეთიკის კომიტეტის პრეზიდენტი, დელფის ევროპული კულტურული ცენტრის (საბერძნეთი) და ბიზანტიის კვლევების საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.[4]
მისი ნაშრომები ძირითადად ბიზანტიოლოგიის სფეროს უკავშირდება. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: "კვლევები ბიზანტიის იმპერიის მმართველობის შესახებ მე -9 და მე -10 საუკუნეებში" (1960), "ბიზანტია და ზღვა" (1966), "კვლევები ხელისუფლების ორგანიზაციისა და სოციალური სტრუქტურის შესახებ", "ბიზანტია“ (1971), „ბიზანტია, ქვეყანა და ტერიტორიები“ (1976), „ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური იდეოლოგია“ (1976 წ.) , „ბიზანტიური გეოგრაფია“, „ხმელთაშუა ზღვის სამყაროს ისტორიული გეოგრაფია“. არველერი ცნობილია თავისი ლიბერალური შეხედულებებით და გამოხატვის თავისუფლებით. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „როგორც სორბონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, არასდროს დავუშვებდი, პოლიციელის შესვლას შენობაში ჩემი პირადი თანდასწრების გარეშე“. [5][6]
ელენე გლიკაცი-არვეილერი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო საუნივერსიტეტო პიროვნებად, განსაკუთრებით ბიზანტიოლოგიაში, მრავალრიცხოვანი ლექციებით და გამოსვლებით საბერძნეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ. მის წიგნებს შორის ასევე აღსანიშნავია: "სმირნა ორ თურქულ ოკუპაციას შორის" (1975), "დიასპორა ბიზანტიაში" (1995), "ევროპის შექმნა" (2000), "რატომ ბიზანტია" (2010). [7]
ჯილდოები და საპატიო წოდებები
რედაქტირებაარვეილერი შემდეგი აკადემიების წევრ-კორსპონდენტია: ბრიტანეთის აკადემია, ათენის მეცნიერებათა აკადემია, ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, ბელგიის მეცნიერებათა და ხელოვნების სამეფო აკადემიის ასოცირებული წევრი. არველერს აქვს მიღებული მრავალი საპატიო წოდება და შემდეგი საპატიო ტიტულები საფრანგეთის მთავრობისგან:
- საპატიო ლეგიონის ორდენი — კომანდორი
- ორდენი დამსახურებისთვის (საფრანგეთი) — დიდი ჯვრის კავალერი
- აკადემიური პალმების ორდენი — კომანდორი
- ლიტერატურის და ხელოვნების ორდენი — კომანდორი
1984 წელს არველერი დააჯილდოვეს ოლიმპიური ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Short Biography at Strabon.org
- Cox-Fill, Olivia (1996). "Hélène Ahrweiler". For our daughters: how outstanding women worldwide have balanced home and career. Greenwood Publishing Group. pp. 193–199. ISBN 978-0-275-95199-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Helene Ahrweiler // Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online (გერმ.) / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — doi:10.1515/AKL
- ↑ http://www.sudoc.fr/047096632
- ↑ https://www.persee.fr/doc/inrp_1295-1234_2008_ant_1_5_3404
- ↑ Cox-Fill, Olivia. Hélène Ahrweiler // For our daughters: how outstanding women worldwide have balanced home and career — Greenwood Publishing Group, 1996. — P. 193—199. — ISBN 978-0275951993.
- ↑ Ελένη Γλύκατζη-Αρβελέρ,Η Πολιτική Ιδεολογία της Βυζαντινής Αυτοκρατορίας, Ψυχογιός,1977
- ↑ Ahrweiler, Hélène // Czech National Authority Database
- ↑ Short Biography at Strabon.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-29. ციტირების თარიღი: 2023-03-27.