ელენე ბაბუნაშვილი

ელენე აკაკის ასული ბაბუნაშვილი (დ. 3 დეკემბერი, 1925, თბილისი — გ. 21 იანვარი, 2013, იქვე) — ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1974).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1949 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952-იდან მუშაობს ამავე ფაკულტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე, 1984-იდან კათედრის გამგე და საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრია. იკვლევს ქართული ენის ისტორიის, ქართულ-სომხური ენობრივი ურთიერთობის, ქართული გრამატიკული აზროვნების ისტორიულ საკითხებს; შედგენილი აქვს სახელმძღვანელოები ქართული ენის შემსწავლელ უცხოელთათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება