ელენა ბონერი

საბჭოთა ადამიანის უფლებების დამცველი

ელენა ბონერი (რუს. Еле́на Гео́ргиевна Бо́ннэр; დ. 15 თებერვალი, 1923 — გ. 18 ივნისი, 2011)[1][2][3][4] — ადამიანის უფლებათა აქტივისტი ყოფილ საბჭოთა კავშირში. იყო ანდრია სახაროვის მეუღლე. დისიდენტად ათწლეულების განმავლობაში მყოფი ბონერი გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი მკაცრი პატიოსნებითა და სიმამაცით.[5][6]

ელენა გიორგის ასული ბონერი

ელენა ბონერი და ანდრეი სახაროვი გრონინგენის უნივერსიტეტიში სამართალში საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ, 1989 წელის 15 ივნისი
მშობლიური სახელი Елена Георгиевна Боннэр
დაბადების სახელი ლუსიკ გიორგის ასული ალიხანოვა
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1923
მერვი, თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების თარიღი 18 ივნისი, 2011 (88 წლის)
ბოსტონი, მასაჩუსეტსი , ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი (1923–1991), რუსეთის ფედერაცია (1991–2011)
ალმა-მატერი რუსეთის ჰენზენის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, სანკტპეტერბურგის პავლოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
პროფესია ექთანი მეორე მსოფლიო ომის დროს, ფიზიკოსი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი
ცნობილია როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი
მოძრაობა დისიდენტების მოძრაობა საბჭოთა კავშირში
მეუღლე(ები) ანდრეი ალიხანოვი (დ.1972, გ. 1989)
შვილ(ებ)ი ტატიანა იანკელევიჩი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ბონერი დაიბადა როგორც ლუსიკ გიორგის ასული ალიანოვი[7] მერვიში, თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, სსრკ-ში (მარი, თურქმენეთი). მამამისი, გიორგი ალიხანოვი (სომხური სახელი - გავეროკ ალიხანიანი)[8] იყო სომეხი, რომელმაც დააარსა საბჭოთა სომხეთის კომუნისტური პარტია[3] და იყო მაღალი თანამდებობის პირი კომინტერნში. დედამისი რუფი (რუფ ბონერი) იყო ებრაელი კომუნისტი აქტივისტი. მას ჰყავდა პატარა ძმა იგორი, რომელიც გახდა სამხედრო-საზღვაო კადრების ოფიცერი. მის ოჯახს ჰქონდა საზაფხულო აგარაკი სესტრორეცკში და ბონერის მოგონებების დიდი ნაწილია მასთან დაკავშირებული[9].

1937 წელს ბოენრის მამა დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ და გასამართლებული სტალინის დიდი წმენდის ფარგლებში; დედამისი დაკავებულ იქნა რამდენიმე დღის შემდეგ და 8 წლის განმავლობაში მსახურობდა ყაზახეთში, ყარაღანდის ახლოს მდებარე გულაგში, რასაც შემდეგი 9 წლის განმავლობაში მოჰყვა მისი შიდასახელმწიფოებრივი დევნა. ბონერის 41 წლის ბიძა დედის მხრიდან, მატვეი ბონერი, ასევე გასამართლებულ იქნა წმენდისას და მისი ცოლი იძულებით გადაასახლეს. ოთხივე მათგანის რეაბილიტაცია მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ 1953 წელს. მეორე მსოფლიო ომში ექთნად მსახურობისას ბონერი ორჯერ დაჭრეს და 1946 წელს ღისრეულად იქნა დათხოვილი, როგორც ვეტერანი. ომის შემდეგ მან მოიპოვა ხარისხი პედიატრიაში ლენინგრადის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში, ახლა სანქტ-პეტერბურგის პავლოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

სამედიცინო სკოლაში ელენა შეხვდა პირველ ქმარს, ივან სემიონოვს. მათ ეყოლათ ქალიშვილი — ტატიანა, 1950 წელს და ვაჟი — ალექსეი, 1956 წელს. ორივე შვილი მიგრაციაში წავიდა აშშ-ში 1977-სა და 1978 წლებში, შესაბამისად.

ბონერი და სემიონოვი დაშორდნენ 1965 წელს და მაშინვე განქორწინდნენ. 1970 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა დამცველთა, რევოლტ (ივანეს ძე) პრიმენოვისა და ბორის ვაილის სასამართლოს დასწრებისასა კალუგაში ბონერი შეხვდა ანდრეი ალიხანოვს, ატომურ ფიზიკოსს და ადამიანის უფლებათა აქტივისტს. ისინი დაქორწინდნენ 1972 წელს[3]. მათ შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, 1969 წელს სახაროვი დაქვრივდა მისი ცოლის, კლავდია ალექსის ასული ვიხირევას გარდაცვალების გამო, რომელთანაც მას ჰყავდა ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი[10].

აქტივიზმი

რედაქტირება

1940-იანი წლების დასაწყისში ბონერი ეხმარეობდა პოლიტიკურ სასჯელმისჯილებსა და მათ ოჯახებს. ამასთანავე, ბონერი იყო საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრი 1964 წლიდან, როდესაც ის მუშაობდა როგორც ფიზიკოსი[3][11] და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ის აქტიური საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების მოძრაობაში. მისი შეხედულებები დისიდენტობასთან დაკავშირებით გამყარდა 1968 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ტანკები შევიდნენ ჩეხოსლოვაკიაში იმისათვის, რომ დაემარცხებინათ პრაღის გაზაფხულის მოძრაობა. ამან გააძლიერა მისი შეხედულება, რომ სისტემა ვერ რეფორმირდებოდა ამასთან ერთად[11].

კალუგას სასამართლოს დროს 1970 წელს, ბოენრი და სახაროვი შეხვდნენ ნათან შარანსკის და დაიწყეს ერთად მუშაობა, რათა დაემარცხებინათ ებრაელთა სასიკვდილო განაჩენი იმისთვის რომ მათ სცადეს სსრკ-დან გაქცევა თვითმფრინავის გატაცების გზით[4]. სახაროვის ზეწოლის გამო საბჭოთა რეჟიმმა ელენა ბონერს მისცა უფლება დასავლეთში მოგზაურობისა 1975, 1977 და 1979 წლებში ომში დაზიანებული თვალის სამკურნალოდ. როდესაც სახაროვი დააჯლოდოეს ნობელის მშვიდობის პრემიით, მას არ დართო ნება საბჭოთა ხელისუფლებამ დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ ბონერი ამ დროს იმყოფებოდა იტალიაში სამკურნალოდ და სწორედ მან წარადგინა ანდრეი ცერემონიაზე ოსლოში[3].

ბონერი გახდა დამცუძნებელი წევრი მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა 1976 წელს. 1980 წლის იანვარში, როდესაც სახაროვი გადასახლებულ იქნა გორკიში, უცხოელებისთვის დაკეტილ ქალაქში. დევნისა და საჯარო განხილვისას ბონერი იყო მისი სამაშველო ტროსი, რომელიც გორკისა და მოსკოვს შორის იყო გაჭიმული, რათა გამოექვეყნებინა მისი ნაწერები. ელენას დაკავება 1984 წლის აპრილში „ანტი-საბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის გამო“ და მისი დასჯა 5 წლიანი გორკიში გამოკეტვით იყო გამანადგურებელი ორივეს ცხოვრებისთვის. სახაროვის რამდენიმე დიდმა და მტკივნეულმა შიმშილობამ აიძულა საბჭოთა ახალი ლიდერი - მიხეილ გორბაჩოვი, რომ ბონერს ემოგზაურა აშშ-ში 1985 წელს გულის კორონალური შულტირებისთვის. ასევე 1981 წელს ბონერისა და სახაროვის საშიშმა, მაგრამ ძალიან წარმატებულმა შიმშილობამ აიძულა საბჭოთა ხელისუფლება ნება დაერთოთ მათი რძლისთვის - ელიზავეტა კონსტანეს ასული („ლიზა“) ალეხეივასათვის დაეტოვებინა ქვეყანა აშშ-სთვის, რათა დაბრუნებოდა მის ქმარს[3].

1986 წლის დეკემბერში გორბაჩოვმა დართო ნება სახაროვსა და ბონერს დაბრუნებულიყვნენ მოსკოვში. 1989 წლის 14 დეკემბერს სახაროვის გარდაცვალების შემდეგ ელენამ დააარსა ანდრეი სახაროვის ფონდი და სახაროვის არქივები მოსკოვში. 1993 წელს მან სახაროვის ნაშრომები გადასცა ბრანდეის უნივერსიტეტს აშშ-ში. 2004 წელს ეს დოკუმენტები კი გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტს. ბონერი რჩებოდა ღია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ რუსეთსა და მსოფლიოში. ის შეუერთდა რუსეთის პარლამენტის დამცველებს აგვისტოს პუტჩის განმავლობაში და მხარს უჭერდა ბორის ელცინს კონსტიტუციური კრიზისის დროს 1993 წლის დასაწყისში[12].

1994 წელს აღშფოთებულმა იმით, რასაც თვითონ ეძახდა „ჩეჩენის ხალხის გენოციდს“, ბონერმა დატოვა ელცინის ადამიანის უფლებათა კომისია და იყო ცნობილი ოპონენტი რუსეთის სამხედრო ჩართულობისა ჩეჩნეთში, ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი კრემლისადმი სუკ-ის სტილის ავტორიტარიზმის სავარაუდო დაბრუნების გამო ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ. ის ასევე აკრიტიკებდა საერთაშორისო „კვარტეტის“ ორ-სახელმწიფოებრივ გადაწყვეტის გამო ისრაელ-პალესტინური კონფლიქტისა და გამოთქვამდა შიშს ევროპაში ანტისემიტიზმის ზრდისა[13]. 1999 წელს ელენა ბონერმა მიიღო ტრუმან-რეიგანის მედალი მშვიდობისთვის[14].

ბოლო წლები და გარდაცვალება

რედაქტირება

2006 წლიდან ბონერი საკუთარ დროს ჰყოფდა მოსკოვსა და აშშ-ს შორის, სადაც იყვნენ მისი ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი, ორი შვილთაშვილი[3]. ის გარდაიცვალა 2011 წლის 18 ივნისს გულის უკმარისობით ბოსტონში, მასაჩუსეტსში, 88 წლის ასაკში მისი შვილის თანახმად[2][3]. ის იყო ჰოსპიტალიზირებული 21 თებერვლიდან[3].

შრომები და ჯილდოები

რედაქტირება

ბონერი იყო ავტორი წიგნებისა: მარტო ერთად (1987) და დედები და ქალიშვილები (1992). ის წერდა რუსეთსა და ადამიანის უფლებებზე. ის იყო რესიპიენტი ბევრი საერთაშორისო ჯილდოსი ადამიანის უფლებების განხრით.

2005 წელს ბონერი მონაწილეობდა „მათ აირჩიეს თავისუფლება“, ოთხნაწილიანი სატელევიზიო დოკუმენტურიგადაცემა საბჭოთა დისიდენტების მოძრაობის ისტორიის შესახებ. ბონერი იყო წევრი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ადამიანის უფლებათა განვითარება“

წიგნები, სტატიები, ინტერვიუები

რედაქტირება
წიგნები
  • Bonner, Elena (1988). Alone together, 3, New York: Vintage Books. ISBN 0394755383. 
  • Bonner, Elena (1986). Un exil partagé (French). Paris: Seuil. ISBN 2020093944. 
  • Bonner, Elena (1986). Soli insieme in esilio con Andrej Sacharov (Italian). Alessandria: Garzanti-Vallardi. 
  • Bonnėr, Elena (1987). לבד ביחד (Hebrew). מסדה. 
  • Bonner, Jelena (1998). In Einsamkeit vereint. Meine Jahre mit Andrej Sacharow in der Verbannung, 2 (German), München, Zürich: Piper. ISBN 3492115225. 
  • Bonner, Jelena (1993). Mütter und Töchter – Erinnerungen an meine Jugend 1923 bis 1945, 2 (German), München, Zürich: Piper. ISBN 3492034403. 
  • Боннэр, Елена (1990). Постскриптум. Книга о горьковской ссылке (Russian). Moscow: Интербрук. 
  • Bonner, Elena (1991). Звонит колокол… Год без Андрея Сахарова (Russian). Moscow: ПИК. 
  • Bonner, Elena (1992). Mothers and daughters. Hutchinson. ISBN 0091749115. 
  • Bonner, Elena (1994). Дочки-матери (Russian). Moscow: Прогресс, Литера.  დაარქივებული 2013-05-15 საიტზე Wayback Machine.
  • Bonner, Elena (1996). Вольные заметки к родословной Андрея Сахарова (Russian). Moscow: Права человека. ISBN 5771200174. 
  • (1993) Ethnic cleansing in progress: war in Nagorno Karabakh. Institute for Religious Minorities in the Islamic World. ISBN 3952034525. 
  • Bonner, Elena (2003). Madri e figlie (Italian). Spirali. ISBN 8877706333. 
  • (2013) На захисті свободи. Діалоги Андре Ґлюксмана з Оленою Боннер (Ukrainian). Kiev: Дух і Літера. ISBN 9789663783130. 
სტატიები და ინტერვიუები

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Sunday Times Magazine, The Sunday Times, 18 December 2011, page 64
  2. 2.0 2.1 Sakharov's widow Yelena Bonner dies at 88 in U.S. – media, RIA Novosti, 19 June 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Stanley, Alessandra. Schwirtz, Michael (19 June 2011). "Yelena Bonner, Russian Rights Activist, Dies at 88"The New York Times. Retrieved 2 February 2012.
  4. 4.0 4.1 Beckerman, Gal (22 June 2011). დაარქივებული 25 June 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . The Jewish Daily Forward (issue of 1 July 2011). Archived from the original on 24 June 2011. Retrieved 24 June 2011. [...] Bonner suggested that, in addition to Sakharov’s assessment of the Soviet Union and the state of the dissident movement, they provide the new president with a list of political prisoners. By memory, she then wrote out the names of the 16 most difficult cases.
  5. Schmemann, Serge (2011-06-19). "Elena Georgievna Bonner, A True Human Rights Activist for 40 Years". “The New York Times”. Retrieved 2 February 2012.
  6. Bonner, Elena (1992). Description of Bonner found in Antonina W. Bouis, 'Translator's Introduction' in Bonner's memoir Mothers and Daughters (2nd ed.). New York: Vintage.ISBN 0-679-74335-9.
  7. Yelena Bonner biography (In Russian)
  8. Official site of Moscow Helsinki Group დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. (In Russian)
  9. "Yelena Bonner"The Economist. 23 June 2011. Retrieved 30 August 2012.
  10. Drell, Sidney D., and Sergei P. Kapitsa (eds.), Sakharov Remembered, pgs. 3, 92. New York: Springer, 1991.
  11. 11.0 11.1 Adler, Nanci (2004). The Gulag survivor: beyond the Soviet system. Transaction Publishers. p. 212. ISBN 0765805855.
  12. One Woman Army, Jewish Ideas Daily.
  13. "On Israel and The World" დაარქივებული 2009-05-24 საიტზე Wayback Machine. , Address by Bonner at the Freedom Forum in Oslo.
  14. http://www.victimsofcommunism.org/about/trmedalrecipients.php