ელგუჯა გოცირიძე
ელგუჯა გოცირიძე (დ. 20 მარტი, 1958, თერჯოლა) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
ელგუჯა გოცირიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1958 |
დაბადების ადგილი | თერჯოლა, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი |
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1981-1982 წლებში მუშობდა ქუთაისის ავტოქარხნის მედიცინის სანიტარიული ნაწილში, ქირურგიული განყოფილების ექიმ-ინტერნად; 1982-1984 წლებში ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგად; 1984-1985 წლებში ქალაქის სამშობიარო სახლის განყოფილების გამგედ; 1985-1994 წლებში ქალაქის სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად; 1994-2001 წლებში აკად. კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ ექიმად; 2001-2016 წლებში „ჩაჩავას კლინიკის“ გენერალურ დირექტორად. 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 50,03% მიიღო (15 152 ხმა).[1]
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „დედათა სიკვდილიანობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების პირობებში“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელგუჯა გოცირიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ელგუჯა გოცირიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შედეგები 2016
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.