ელგუჯა ბუბუტეიშვილი
ელგუჯა ბუბუტეიშვილი (დ. 13 მაისი, 1947) — ქართველი ბიზნესმენი და მეწარმე.
1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი. 1989–1991 წლებში იყო მრავალდარგობრივი ფირმა „ოქროს საწმისის“ პრეზიდენტი. 1992 წელს საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ტრესტის „საქკომუნრემმშენის“ ტრესტის მმართველი. 1992–1995 წლებში საწარმო გაერთიანების „თბილთამბაქოს“ გენერალური დირექტორი. 1995 წლიდან შპს „ბემბის“ გენერალური დირექტორი, ხოლო ამავე წლიდან „ბემბის“ სამართალმემკვიდრის შპს „დავით სარაჯიშვილი და კომპანიის“ პრეზიდენტი. 1996 წელს ელგუჯა ბუბუტეიშვილმა გამორჩეული ქართველი სტუდენტებისათვის დააწესა დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია. იგი დასახელებული იყო საქართველოს ათ საუკეთესო ბიზნესმენს შორის. ელგუჯა ბუბუტეიშვილი არის 30–იან წლებში ჭიათურის შავი ქვის ცნობილი მრეწველის ნესტორ ბუბუტეიშვილის მემკვიდრე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 411, ISBN 99928-20-32-2.