ელარა (თანამგზავრი)
ელარა (ძვ. ბერძნ. Ἐλάρα), იუპიტერ VII — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ჰიმალიის ჯგუფში. სახელი მიიღო ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის, ელარის პატივსაცემად.
აღმოჩენა
რედაქტირებააღმოაჩინა ასტრონომმა ჩარლზ პერაინმა 1905 წლის 2 იანვარს ლიკის ობსერვატორიაში. ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის, ზევსის სატრფოს, ელარის სახელი დაარქვეს. ოფიციალური სახელი მან მხოლოდ 1975 წელს მიიღო.
ორბიტა
რედაქტირებაელარა იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 11,741,000 კმ მანძილზე 259.64 დღეში. ორბიტალური ექსცენტრიულობა არის 0.22, დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ არის 26.6°. ეკუთვნის ჰიმალიის ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაელარას საშუალო დიამეტრი 86 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ზედაპირი ძალიან ბნელია, ალბედო არის 0.04. მაგნიტუდა 16.3 მ. ის თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს 12 საათში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება