ეკონომიკური ბლოკადა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბლოკადა.

ეკონომიკური ბლოკადასახელმწიფოს ეკონომიკური იზოლაცია, რომლის მიზანია მოშალოს ბლოკირებული ქვეყნის ეკონომიკა, მოუსპოს მას ნედლეულის წყაროები და გასაღების ბაზრები. ეკონომიკური ბლოკადა ხორციელდება სახელმწიფოებს შორის საგარეო ვაჭრობის, საფინანსო, საკრედიტო და სხვა ეკონომიკური კავშირების გაწყვეტით. ჩვეულებრივ იგი დაკავშირებულია პოლიტიკურ და სამხედრო ოპერაციებთან. ეკონომიკური ბლოკადის მაგალითია ე. წ. კონტინენტური ბლოკადა, რომელიც “ მოაწყო ნაპოლეონ I-მა ინგლისის წინააღმდეგ 1806–1807 წლებში. ამ ბლოკადაში ჩათრეული იყო ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წესდება ითვალისწინებს ეკონომიკური ბლოკადის გამოყენებას მისი წევრი ხელმწიფოების მიერ აგრესორი სახელმწიფოების მიმართ, როგორც მშვიდობის აღდგენისა და დაცვის კოლექტიური ღონისძიებას. იმპერიალისტური სახელმწიფოები ეკონომიკურ ბლოკადას იყენებდნენ სოციალიზმის წინააღმდეგ: 1917 წელს აშშ-ის მთავრობამ, 1918 წელს ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობებმა შეწყვიტეს სავაჭრო ურთიერთობა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკასთან, 1919 წელს კი ანტანტის უმაღლესმა საბჭომ აკრძალა ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საბჭოთა რუსეთთან. ინტერვენციის დამარცხების და იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობათა გამწვავების შემდეგ ანტანტამ 1920 წლის იანვარში მოხსნა ბლოკადა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა ეკონომიკური ბლოკადა გამოიყენა ზოგიერთი სოციალისტურე ქვეყნის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, კუბის რესპუბლიკა) მიმართ.

ლიტერატურა

რედაქტირება