ეკა ღაზაძე
ეკა ღაზაძე (დ. 13 თებერვალი, 1979) — ქართველი ფინანსისტი, საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე 2017 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე.
ეკა ღაზაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 თებერვალი, 1979 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ფინანსისტი |
განათლება
რედაქტირება- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (2001–2003).
- მაგისტრი ინვესტიციების მართვაში (ბრიტიშ პეტროლიუმის და ჩუვენინგის სტიპენდიატი) კაასის ბიზნეს სკოლა, ლონდონის სითის უნივერსიტეტი (2007–2006) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირებასაქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური და საოპერაციო დირექტორი (2017); DCFTA პროექტის საინვესტიციო ექსპერტი (2016); თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი პროექტის კოორდინატორი, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი (2015); საქართველოს ბანკის (შემდგომში გალთ & თაგარტი) კვლევების დეპარტამენტის უფროსი (2012–2015); რენესანს კაპიტალის აქციების ანალიტიკოსი ყაზახეთსა და ინგლისში (2007–2012); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი — ასოცირებული ბანკირი სათაო ოფისი, 9 თვიანი როტაცია (2006–2007); ფინანსური ანალიტიკოსი (2002–2006); საერთაშორისო სავალუტო ფონდი — სავალუტო ფონდის მრჩეველის ასისტენტი ფინანსთა სამინისტროში (2001–2002); სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — საგადასახდელო ბალანსის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2000–2001).