ეკა გიგაური
ეკა გიგაური (დ. 14 აპრილი, 1978, თბილისი) — ქართველი საჯარო პირი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც 2010 წლის 21 დეკემბრიდან მუშაობს გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ეროვნული წარმომადგენლობის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, აღმასრულებელ დირექტორად. 2019-2020 წლებში ეკა გიგაური საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.[1] 2021 წელს ის 3 წლის ვადით კვლავ შეირჩა საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორთა საბჭოს წევრად.[2] 2022 წლის ივლისში, ეკა გიგაური „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)“ მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით აირჩიეს.[3]
განათლება
რედაქტირებაეკა გიგაურმა 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ბაკალავრის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებში, რის შემდეგაც კავკასიის ბიზნეს სკოლაში (თბილისი, საქართველო) განაგრძო სწავლა, საიდანაც 2001 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნეს ადმინისტრირებაში. 2010 წელს ეკამ მეორე სამაგისტრო პროგრამა დახურა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (ამსტერდამი, ნიდერლანდები) და სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
გარდა ზემოაღნიშნული აკადემიური პროგრამებისა, 2007 წელს მან გაიარა უფროსი აღმასრულებლის სასემინარო კურსი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრში (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია).
2017 წელს ეკა გიგაური შეირჩა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (Stanford CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიანტად.[4]
კარიერა
რედაქტირებაადრეული კარიერა
რედაქტირებაეკამ საკუთარი კარიერა 1996 წელს დაიწყო საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟირებით. მან საკუთარი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში (სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი) ოფიცერის პოზიციაზე. ამის შემდგომ, მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (გაეროს ოფისი) გააგრძელა.
საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი
რედაქტირებაეკას სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში 2002 წლიდან იწყება, ანუ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის პოზიციაზე. მოგვიანებით, 2003 წელს იგი „მერიოტ ინტერნეშენალში“ დასაქმდა, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა კოორდინატორი. ამ სფეროში მისი საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა კომპანიებისთვის მარკეტინგის, პიარის, მედია და იმიჯ-სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვას.
სასაზღვრო უსაფრთხოება
რედაქტირება2004 წელს ეკა საჯარო სამსახურს შეუერთდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გახდა. 2005 წელს იგი დაწინაურდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოზიცია დაიკავა. ამ პოციზიაზე ეკას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეფორმაცია, მისი თანამედროვე სააგენტოდ გარდაქმნა და სააგენტოს შიგნით კორუფციის რისკების აღმოფხვრა ევალებოდა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) თაობაზე. ამ პოციზიაზე ეკა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხანგრძლივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდა, აგრეთვე ჩართული იყო ინტეგრირებული სასაზღვრო მენეჯმენტის სტრატეგიისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო კანონის აღსრულებაში. ეკას აღნიშნული თანამდებობა 2008 წლამდე ეკავა.
მომდევნო წლებში ეკა „კაუკასუს ინტერკონექტში“ (ჰააგა, ნიდერლანდები) მუშაობდა ექსპერტის პოზიციაზე. მას ევალებოდა უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული რეკომენდაციების წარმოდგენა, მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიგრაციის საკითხებთან მიმართებით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
რედაქტირება2010 წლის ნოემბრიდან ეკა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის ხედვას საქართველოს მთავრობის შტოების ეფექტიანი მონიტორინგის მეთვალყურეობით ავითარებს, ზრუნავს გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე.
ეკას მმართველობის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც დასაქმებული თანამშრომლების, ისე მოზიდული სადონორო დაფინანსების თვალსაზრისით. შესაბამისად, ორგანიზაციის აქტივობებისა და პროექტების პორტფოლიო მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აქტივიზმი
რედაქტირებაეკა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოძრაობებში, რომელთა შორისაა „მასთ ქერი/მასთ ოფერი“, რომელიც, საბოლოოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაწილად იქცა (მუხლი 14). იგი ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო კამპანიისა „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომელიც საქართველოს მთავრობას შუამდგომლობას უწევდა უკანონო მოსმენების შესახებ საკანომდებლო ცვლილებების საკითხებში.
წევრობა
რედაქტირება- 2015 — დღემდე, „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ (ICC) გამგეობის ექს-იფიციო წევრი
- 2015 — 2018, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრი
- 2014 — დღემდე, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამგეობის წევრი
- 2016 — დღემდე, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ გამგეობის წევრი
- 2014 — 2016, „საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრის“ (GIAC) გამგეობის წევრი
- 2013 — 2018, შეწყალების კომისიის წევრი
- 2013 — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა შემრჩევი კომისიის წევრი
- 2013 — 2014, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
- 2010 — დღემდე, საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი
მნიშვნელოვანი პუბლიკაციები
რედაქტირება- რუსეთის საზღვრის რეგიონები - არსებული პრობლემის სოციალური და პოლიტიკური ასპექტები (წიგნის თანაავტორი, 2006)
- ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ (dfwatch.net-ზე გამოქვეყნებული მოსაზრება, 2012)
- არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზება: მტკიცე ნაბიჯი სამართლიანი არჩევნებისკენ (dfwatch.net-ზე გამოქვეყნებული მოსაზრება, 2012)
- ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას? (dfwatch.net-ზე გამოქვეყნებული მოსაზრება, 2012)
- არის თუ არა საქართველოს მთავრობა ღია მთავრობის პარტნიორობის ნაწილი? (dfwatch.net-ზე გამოქვეყნებული მოსაზრება, 2012)
- კორუფციის რისკი საქართველოში (dfwatch.net-ზე გამოქვეყნებული მოსაზრება, 2012)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-22. ციტირების თარიღი: 2020-01-21.
- ↑ [1]
- ↑ [2]
- ↑ https://cddrl.fsi.stanford.edu/docs/class-2017#miguel