ეინდჰოვენის აეროპორტი
ეინდჰოვენის აეროპორტი (ნიდერლ. Vliegbasis Eindhoven) — რეგიონური (საერთაშორისო) მნიშვნელიბის აეროპორტი ნიდერლანდებში, ქალაქ ეინდჰოვენიდან დასავლეთით 7,4 კილომეტრში. მგზავრთა მომსახურების რაოდენობის მიხედვით ნიდერლანდების აეროპორტებს შორის მე-2 ადგილზეა. 2011 წლისათვის მოემსახურა 2,65 მლნ.-მდე მგზავრს. გამოიყენება სამოქალაქო და სამხედრო მიზნებში. მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული 1998 წლამდე ეწოდებოდა ველსხაპი. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) მსვლელობისას აეროპორტზე არაერთხელ მიიტანეს იერიში. 1996 წლის 15 ივლისს ეინდჰოვენის აეროპორტში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა Lockheed C-130 Hercules. დაიღუპა 34 ადამიანი.
ეინდჰოვენის აეროპორტი
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო/სამხედრო | |
მფლობელი | ნიდერლანდები | |
ადგილმდებარეობა | ეინდჰოვენი | |
კოორდინატები | 51°27′00″ ჩ. გ. 005°22′28″ ა. გ. / 51.45000° ჩ. გ. 5.37444° ა. გ. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეინდჰოვენის აეროპორტი დაარქივებული 2012-04-27 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური ენა)
- ეინდჰოვენის აეროპორტი (ნიდერლანდური ენა)