კატასტროფა
კატასტროფა (ძვ. ბერძნ. καταστροφή — გადატრიალება, ჩამოგდება, სიკვდილი) — ბუნებრივი ან ტექტოგენური საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი მოვლენები, რომელსაც თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი ან რაიმე გამოუსწორებელი შედეგი ამა თუ იმ ობიექტის ისტორიაში. ტერმინი კატასტროფა მეცნიერებაში დაამკვიდრა ფრანგმა მათემატიკოსმა რენე ტომმა. განისაზღვრება როგორც ტრაგიკული მოვლენა, რომელიც მიწისძვრის, წყალდიდობის, კატასტროფული ავარიის, ხანძრისა და აფეთქების შემდეგ გამომდინარეობს. ეს ცნება ასე განისაზღვრება: ობიექტის ხარისხობრივი ცვლილება ამ ობიექტზე მოქმედი პარამეტრების თანაბარი, თანდათანობითი ცვლილებებისას. ჟორჟ კიუვიემ განავითარა „კატასტროფების თეორია“ — ცოცხალი ორგანიზმების ფორმების ცვალებადობის ახსნა გლობალური კატასტროფებითა და ახალი ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტებით.[1] არსებობს გაგება ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც გულისხმობს 1) ბუნებრივ ანომალიას; 2) ატომური ელექტროსადგურის, ტანკერის და სხვა ავარიას; 3) სასიცოცხლო გარემოში ანთროპოგენურ საზიანო ჩარევას.[2] ფართოდ არის ცნობილი მაგალითად ჩერნობილის კატასტროფა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Disaster Roundtable დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- UN-SPIDER დაარქივებული 2020-05-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)