ეთიოპიური კალენდარი

ეთიოპიური კალენდარი (ამჰ. የኢትዮጵያ ዘመን አቆጣጠር — ye'Ītyōṗṗyā zemen āḳoṭaṭer) — კალენდარი, რომელსაც გამოიყენებენ ეთიოპიაში. იგი გამოიყენება ასევე ეთიოპიისა და ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესიების, ერიტრეის კათოლიკური და ევანგელისტური ეკლესიების მიერ.

კალენდარი დაფუძნებულია უფრო უძველეს, კოპტურზე, რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა ძველი ეგვიპტის კალენდრიდან, მაგრამ მსგავსება აქვს იულიუსის კალენდართან: იყენებს დამატებით დღეს ყოველ ოთხ წელიწადში. ეთიოპიის კალენდრით წელიწადი იწყება 30 აგვისტოს თუკი ის წელი ნაკიანია, მაგრამ ჩვეულებრივი წლის შემთხვევაში 29 აგვისტოს. კოპტური კალენდრის მსგავსად, ეთიოპიის კალენდარიც შედგება 12 თვისაგან, რომელთაგან თითოეული 30-დღიანია, თუმცა ასევე აქვს ხუთი დამატებითი დღე წლის ბოლოს.

ეთიოპიის კალენდარში წლების ათვლა იწყება ახალი წელთაღრიცხვის 8 აგვისტოდან, იულიუსის კალენდრის მიხედვით. ამრიგად, ეთიოპიაში ახალ ათასწლეული 2008 წლის 29 აგვისტოს (ახ. სტილით 11 სექტემბერს) დაიწყო.

ამჰარულ ენაზე კოპტურ ენაზე თვის დასაწყისი თვის დასაწყისი
ნაკიან წელში
መስከረም (Mäskäräm) Tut 11 სექტემბერი 12 სექტემბერი
ጥቅምት (Teqemt) Babah 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი
ኅዳር (Hedar) Hatur 10 ნოემბერი 11 ნოემბერი
ታኅሣሥ (Tahsas) Kiyahk 10 დეკემბერი 11 დეკემბერი
ጥር (T’er) Tubah 9 იანვარი 10 იანვარი
የካቲት (Yäkatit) Amshir 8 თებერვალი 9 თებერვალი
መጋቢት (Mägabit) Baramhat 10 მარტი 10 მარტი
ሚያዝያ (Miyazya) Baramundah 9 აპრილი 9 აპრილი
ግንቦት (Genbot) Bashans 9 მაისი 9 მაისი
ሰኔ (Säne) Ba’unah 8 ივნისი 8 ივნისი
ሐምሌ (Hamle) Abib 8 ივლისი 8 ივლისი
ነሐሴ (Nähase) Misra 7 აგვისტო 7 აგვისტო
ጳጉሜ (Pagumän) Nasi 6 სექტემბერი 6 სექტემბერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება