ეთელთის კოშკი
ეთელთის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ეთელთის სამხრეთით, 0,2 კმ-ზე. მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი ხუთსართულიანია (5,2 X 4,8 მ), ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით - მკვრივად. I სართული თითქმის მთლიანად მიწით არის ამოვსებული, ჩამონგრულია სახურავი და ხის სართულშუა გადახურვები. კოშკში ერთადერთი შესასვლელი I სართულის სამხრეთ კედელშია. II, III და IV სართულებზე სარკმლები და სათოფურებია განლაგებული. V სართულის ოთხივე კედლის შუაში თითო სწორკუთხა მაშიკულია, რომელთა ორივე მხარეს, თითო სათოფურია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 79.