ეზიდები სომხეთში
ეზიდები სომხეთში (სომხ. Եզդիներ, რუს. Езиды) — სომხეთის რსპუბლიკაში დასახლებული ეზიდები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ რეგიონში და აღიარებულიც არის როგორც სომხეთის ეთნიკური ჯგუფი.[1] ისინი კარგად არიან ინტეგრირებული სომხურ საზოგადოებასთან, რელიგიის თავისუფლებით და კულტურული ტრადიციების ჩაურევლობის მხრივ.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისი
რედაქტირებამრავალი ეზიდი ჩავიდა რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი სომხეთისა და საქართველოს ტერიტორია) მე -19 და მე -20 საუკუნის დასაწყისში, ისინი იძულებულნი იყვენენ მოქცეულიყვნენ ასე, რათა რელიგიური დევნისგან თავი დაეღწიათ, ვინაიდან მათ ზეწოლას ახდენდნენ ოსმალელი თურქები და სუნიტი ქურთები, რომლებიც ცდილობდნენ მათ ისლამზე მოქცევას. სომხების გენოციდის დროს ეზიდებიც დაზარალდნენ სომხებთან ერთად, რამაც ბევრი მათგანის გაქცევა გამოიწვია სომხეთის რუსულ ნაწილში.[2] პირველი იზიდიული სკოლა სომხეთში გაიხსნა 1920 წელს.[3]
მთიანი ყარაბაღის ომი
რედაქტირება1988 წელს სომხეთში აღმოცენებულმა ეზიდურმა მოძრაობამ მიმართა 1989 წლის 30 სექტემბერს მოწვეულ მთელი მე -3 სომხური ასამბლეოს წევრებს (ორი წინა ასამბლეა ჩატარდა სომხეთის სსრ -ში 1921 და 1923 წლებში), რის შედეგადაც, 1989 წელს სსრკ- მთლიანი მოსახლეობის აღწერის დროს ეზიდები გამოყვეს ცალკე და წარმოადგენდნენ ცალკეულ უმცირესობას. ამავე აღწერის თანახმად, სომხეთში ეზიდების საერთო რაოდენობა 52 700 ადამიანს შეადგენდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღის ომში მონაწილეობდა 500-ზე მეტი მოხალისე ეთნიკური ეზიდი, მათ გააჩნდათ თავიანთი რაზმი , რომელსაც ხელმძღვანელობდა აზიზ თამოიანი.[3]
ბევრი ეზიდი ყარაბაღის კონფლიქტის დროს მოხალისედ იბრძოდა სომხური მხარისკენ.[3]
დღევანდელი ვითარება
რედაქტირებადემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, სომხეთში 35 272 ეზიდი ცხოვრობდა. [4] ათი წლით ადრე, 2001 წლის აღწერის მონაცემებით, სომხეთში რეგისტრირებული იყო 40 620 ეზიდი მოსახლე.[5] მათი უმეტესობა ოსმალეთის მმართველობის დროს დევნის შედეგად გადასახლებული სომეხთა ლტოლვილების შთამომავლები არიან, მათ შორის სომხების გენოციდის დროს, როდესაც მრავალმა სომეხმა ეზიდების სოფლებში ჰპოვა თავშესაფარი.
ასაკობრივი სტრუქტურა
რედაქტირებაეთნიკურ ეზიდებს ეთნიკურ სომეხებთან შედარებით ოდნავ ახალგაზრდა მოსახლეობა აქვთ. მთლიანი რაოდენობის თითქმის 54 პროცენტი ოცდაათი წლის ასაკისა არის, ხოლო 8 პროცენტი სამოცის ან უფრო მეტი წლის.[6]
პოლიტიკური უფლებები
რედაქტირებასომხეთის საარჩევნო კოდექსის თანახმად ეზიდების ეთნიკურ უმცირესობას მინიჭებული აქვს სომხეთის ეროვნული კრების ერთი ადგილი. [7]
მემორიალები და რელიგიური ადგილები
რედაქტირება2016 წელს დაღუპულ ეზიდთა მემორიალი აშენდა ერევანში, პარკში, ისაჰაკიანისა და ნალბადიანის ქუჩების კვეთაზე.[8][9]
2016 წლის მდგომარეობით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეზიდური ტაძარი მშენებლობის პროცესშია აკნალიჩის პატარა სოფელ აკნალიჭში.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Ethnic Minorities of Armenia (2002).
- ↑ A Conditional Coexistence:Yezidi in Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-23. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ 3.0 3.1 3.2 THE ETHNIC MINORITIES OF ARMENIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-10. ციტატა: „This publications has been made possible due to the support by the Government of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland, with the assistance of the OSCE Office in Yerevan“ ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ 2011 Armenian census (PDF). National Statistical Service (2011). ციტირების თარიღი: 9 December 2015.
- ↑ De Jure Population (Urban, Rural) by Age and Ethnicity (PDF). National Statistical Service of the Republic of Armenia (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 9 December 2015.
- ↑ Population (urban, rural) by Ethnicity, Sex and Age.
- ↑ DocumentView. ციტირების თარიღი: 2018-01-25
- ↑ hy:Եզդի ժողովրդի անմեղ զոհերի հուշարձան-կոթող (Երևան)
- ↑ Genocide Museum | The Armenian Genocide Museum-institute. ციტირების თარიღი: 2018-01-25
- ↑ Sherwood, Harriet. World's largest Yazidi temple under construction in Armenia (25 July 2016). ციტირების თარიღი: 31 July 2016