ეზეკია
ეზეკია, ხიზკია (ძვ. ებრ. „ჲაჰვე არის ჩემი ძალა“) — იუდეველთა მეფე ძვ. წ. VIII საუკუნეში. ეწეოდა ფართო სამშენებლო საქმიანობას; გაამაგრა იერუსალიმის კედლები, ქალაქის წყლით მოსამარაგებლად გამოიყვანა სილოამის არხი გიხონის წყაროდან. აღკვეთა ფილისტიმელთა თარეში. შეუდგა რელიგიური რეფორმების გატარებას, აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობა. ასურეთის მეფის სარგონ II-ის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ 705) მიემხრო ანტიასურულ კოალიციას, მაგრამ საბოლოოდ ასურეთი დამორჩილდა და სინექერიბის მოხარკე გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 46.