ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იეზდიხანა[1] (ქურთ.Êzdîxane [ეზდიხანა] (სრულიად ეზიდები). როგორც ვარაუდობენ ისტორიკოსები გაჩნდა XII საუკუნეში, როდესაც შიხადიმ გაათავისუფლა არაბებისგან ეზიდთა წმინდა ტაძარი ლალეში. იეზდიხანა შედგება ეზიდებისგან იგი როგორც მთელი ეზიდთა საზოგადოება, იყოფა სამ ნაწილად: შეიხები, ფირები და მრიდები. მიუხედავად ერთი რელიგიისა მკაცრად არის აკრძალული ამ სამი კასტის შეერთება ან დანათესავება.

როგორც ირწმუნებიან სხვადასხვა ქურთოლოგები, პირველი შეიხი იყო ეზიდიზმის რეფორმატორი შიხადი. შეიხები სასულიერო პირებად ითვლებიან. და ჰყავთ თავისი ოჯახები, რომლებიც მიმართავენ მათ სხვადასხვა ღონისძიებების დროს. საქართველოში 6 ათასამდე შეიხი ცხოვრობს. თვით ისინიც იყოფიან სამ ნაწილად და სხვადასხვა ტომებად:

ადანი, ყათანი და შამსანი. რომლებიც შეადგენენ შემდეგ ტომებს:

  • შეხე შიხსნ
  • შეხე შეხუბაქრ
  • შეხე შამსადინ
  • შეხე შეხმანდა
  • შეხე შარჶადინა და ა.შ.

ფირები როგორც შეიხები ეზიდიზმის სულიერ პირებათ ითვლებიან. საქართველოში მათი რაოდენობა 4 ათასს არ აღემატება. მათთაც როგორც შეიხებს აქვთ ტომები:

  • ფირე ჩელე
  • ფირე ბარი
  • ფირე ომარხალი
  • ფირე ისებია და ა.შ

მრიდები იეზდიხანის ყველაზე მსხვილი ნაწილია. მაგრამ ისინი არ არიან სულიერი პირები, «მრიდ» მოწაფეს ნიშნავ და სწორედ ამიტომ ყველა მრიდს თავისი შეიხი და ფირი ჰყავს. ისინი თავისებურად იყოფიან 3 კონფედერაციად, ბევრ ტომის კავშირად და მრავალ ტომად. მრიდების კონფედერაციებია: ზუყრი (ვანის ეზიდები), ყარსის ეზიდები და მესოპოტამიის ეზიდები.
ტომთა კავშირები:

  • სიფკანი
  • როჟკანი
  • მაჰამდჲნ და ა.შ

მრიდების ტომებია:

  • ანყოსი
  • რაჯავი
  • ბუდი
  • ბალი
  • ბუფკი
  • საჰანი
  • როჟკი
  • მაჰამდი
  • ქლერი
  • სიპკი და ა.შ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Племена Курдов-Езидов на Южном кавказе и в Германии - ქარამე ანყოსი. თბილისი 2004 წ.
  • ჶარზე ბრატჲე - ქარამე ანყოსი. თბილისი 2000 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ეზდიხანა.ru დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. (რუსული)

  1. კიკნაძე ზ., „მარგალიტის საიდუმლო“, ეზიდური სასულიერო საბჭო საქართველოში, ეზიდური კვლევის ცენტრი. თბ., 2017
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეზდიხანა“-დან