ევფემე (თანამგზავრი)

ევფემე (ძვ. ბერძნ. Ευφημη), იუპიტერ LX, S/2003 J 3ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.

იუპიტერის თანამგზავრი ევფემე

აღმოჩენა

რედაქტირება

ევფემე აღმოაჩინა 2003 წლის 5 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით. აღმოჩენა გამოცხადდა 2003 წლის 4 მარტს. გახსნისთანავე მან მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 3.[1] მოგვიანო დაკვირვებებმა ვერ იპოვეს თანამგზავრი და ის დაკარგულად ჩაითვალა.[2][3][4][5] მხოლოდ 2017 წელს შეპარდის ჯგუფმა შეძლო მისი ხელახლა დაფიქსირება.

2017 წლის 5 ოქტომბერს აღმოჩენა აღიარა ასტრონომიის საერთაშორისო კავშირმა და თანამგზავრს მიანიჭა მუდმივი ნომერი „იუპიტერ LX“, მაგრამ უსახელო დარჩა.[6] 2019 წლის თებერვალში აღმომჩენებმა Twitter-ზე მოაწყვეს კონკურსი მათ მიერ აღმოჩენილი თანამგზავრების სახელებისთვის.[7]

2019 წლის 20 აგვისტოს თანამგზავრს დაარქვეს ევფემე, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის, ევფემისჰეფესტოსისა და აგლაიას ქალიშვილის პატივსაცემად.

ევფემა იუპიტერის ირგვლივ სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 20 224 000 კმ მანძილზე 583.88 დღეში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0.1969. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ არის 147.5°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ევფემის დიამეტრი დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე, ვინაიდან თანამგზავრი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04, ვარსკვლავიერი სიდიდე — 23.4 მm.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Международный астрономический союз. (2003-03-04) MPEC 2003-E11 : S/2003 J 1, 2003 J 2, 2003 J 3, 2003 J 4, 2003 J 5, 2003 J 6, 2003 J 7. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
  2. Beatty, Kelly. (4 April 2012) Outer-Planet Moons Found — and Lost. Sky & Telescope. ციტირების თარიღი: 27 June 2017
  3. Brozović, Marina; Jacobson, Robert A. (9 March 2017). „The Orbits of Jupiter's Irregular Satellites“. The Astronomical Journal. 153 (4): 147. Bibcode:2017AJ....153..147B. doi:10.3847/1538-3881/aa5e4d.
  4. Jacobson, B.; Brozović, M.; Gladman, B.; Alexandersen, M.; Nicholson, P. D.; Veillet, C. (28 September 2012). „Irregular Satellites of the Outer Planets: Orbital Uncertainties and Astrometric Recoveries in 2009–2011“. The Astronomical Journal. 144 (5): 132. Bibcode:2012AJ....144..132J. doi:10.1088/0004-6256/144/5/132. S2CID 123117568.
  5. Sheppard, Scott S.. (2017) New Moons of Jupiter Announced in 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2017. ციტატა: „We likely have all of the lost moons in our new observations from 2017, but to link them back to the remaining lost 2003 objects requires more observations a year later to confirm the linkages, which will not happen until early 2018. ... There are likely a few more new moons as well in our 2017 observations, but we need to reobserve them in 2018 to determine which of the discoveries are new and which are lost 2003 moons.“ ციტირების თარიღი: 27 June 2017
  6. Международный астрономический союз. (2017-10-05) MPC 106505. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
  7. Глянцев, Анатолий (2019-02-26). „Пользователям "Твиттера" предложили выбрать названия для спутников Юпитера“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-20. ციტირების თარიღი: 2019-08-20.