ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევტიხი გაბუნია (დ. 19 აპრილი, 1903, ქუთაისი — გ. 14 მარტი, 1973) — ქართველი გეოლოგი, ინჟინერი.

ევტიხი გაბუნია
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1903
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 14 მარტი, 1973
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი, საქართველო
პროფესია გეოლოგი, ინჟინერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ევტიხი გაბუნია დაიბადა 1903 წელს, ქუთაისში. 1934 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1932–1952 წლებში იყო საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს გეოლოგიური პარტიების უფროსი; 1954–1957 წლებში პოლიმეტალების სექტორის უფროსი; 1957–1963 წლებში საწარმოო–გეოლოგიური განყოფილების უფროსი, 1963 წლიდან პირველაღმომჩენთა სარევიზიო პარტიის უფროსი. მისი საწარმოო გამოკვლევები ეხება საქართველოს არამადნეულ და მადნეულ საბადოთა გეოლოგიურ, აგრეთვე საინჟინრო-გეოლოგიურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია, საქართველოს ბარიტის საბადოს შესწავლისათვის

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია, ტ.I, თბილისი, 1997, გვ. 524

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევტიხი_გაბუნია“-დან