ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი (ფრანგ. Secrétaire général du Conseil de l'Europe) აირჩევა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მინისტრთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული მოკლე სიიდან ხუთი წლის ვადით.
გენერალურ მდივანს ეკისრება პასუხისმგებლობა შეასრულოს ის მიზანი, რისთვისაც 1949 წლის 5 მაისს ლონდონში დაარსდა ევროპის საბჭო, კერძოდ, მიაღწიოს უფრო მეტ ერთიანობას წევრ სახელმწიფოებს შორის მათი საერთო იდეალებისა და პრინციპების დაცვისა და რეალიზების მიზნით და ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს.
მიუხედავად იმისა, რომ გენერალური მდივნის უფლებამოსილებები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, პრაქტიკაში თანამდებობის პირს აქვს საერთო პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის სტრატეგიულ მართვაზე და ზედამხედველობს ორგანიზაციისა და სამდივნოს ყოველდღიურ საქმიანობას.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნები
რედაქტირება# | ქვეყანა | ფოტო | პიროვნება | არჩევის თარიღი | გადადგომის თარიღი |
---|---|---|---|---|---|
1 | საფრანგეთი | ჟაკ-კამილ პარი | 11 აგვისტო, 1949 | 17 ივლისი, 1953 | |
2 | საფრანგეთი | ლეონ მარშალი | 21 სექტემბერი, 1953 | 24 სექტემბერი, 1956 | |
3 | იტალია | ლოდოვიკი ბენვენუტი | 19 სექტემბერი, 1957 | 15 მარტი, 1964 | |
4 | გაერთიანებული სამეფო | პეტერ სმიტერსი | 16 მარტი, 1964 | 15 სექტემბერი, 1969 | |
5 | ავსტრია | ლუიო ტონჩიჩ-სორინი | 16 სექტემბერი, 1969 | 16 სექტემბერი, 1974 | |
6 | გერმანია | გეორგ კან-აკერმანი | 17 სექტემბერი, 1974 | 17 სექტემბერი, 1979 | |
7 | ავსტრია | ფრანც კარასეკი | 1 ოქტომბერი, 1979 | 1 ოქტომბერი, 1984 | |
8 | ესპანეთი | მარსელინო ორეხა აგირე | 1 ოქტომბერი, 1984 | 1 ივნისი, 1989 | |
9 | საფრანგეთი | კატერინე ლალუმიერე | 1 ივნისი, 1989 | 1 ივნისი, 1994 | |
10 | შვედეთი | დანიელ ტარშისი | 1 ივნისი, 1994 | 1 სექტემბერი, 1999 | |
11 | ავსტრია | ვალტერ შვიმერი | 1 სექტემბერი, 1999 | 1 სექტემბერი, 2004 | |
12 | გაერთიანებული სამეფო | ტერი დევისი | 1 სექტემბერი, 2004 | 1 სექტემბერი, 2009 | |
13 | ნორვეგია | ტურნბიორ იაგლანდი | 1 ოქტომბერი, 2009 | 18 სექტემბერი, 2019 | |
14 | ხორვატია | მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი | 18 სექტემბერი, 2019 | 18 სექტემბერი, 2024 | |
15 | შვეიცარია | ალენ ბერსე | 18 სექტემბერი, 2024 | დღემდე |