ევროპის ავტომაგისტრალი E95
ევროპის ავტომაგისტრალი E95 — ევროპის საერთაშორისო E მაგისტრალების ქსელის შემადგენელი ნაწილი, რომელიც იწყება რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში და მიემართება სამხრეთით თურქეთის ქალაქ მერზიფონამდე. გზის ნაწილი შავ ზღვაზე გადის. მარშრუტის საერთო სიგრძე 2527 კილომეტრია.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/82/Tabliczka_E95.svg/200px-Tabliczka_E95.svg.png)
მარშრუტი გადის შემდეგ ქვეყნებზე: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, თურქეთი.