ევრემ ბრკოვიჩი
იევრემ ბრკოვიჩი ( სერბ. Јеврем Брковић ; დ. 29 დეკემბერი, 1933 ― გ.4 იანვარი, 2021) ― მონტენეგროელი პოეტი, მწერალი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. იგი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო დუკლიას მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიისა (DANU), რომელიც 2015 წლამდე არსებობდა ჩერნოგორიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის (CANU) პარალელურად, ხოლო შემდეგ გახდა მისი ნაწილი.
ევრემ ბრკოვიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1933[1] |
დაბადების ადგილი | Seoca |
გარდაცვალების თარიღი | 24 იანვარი, 2021[2] (87 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პოდგორიცა |
საქმიანობა | პოლიტიკოსი და მწერალი |
მოქალაქეობა | მონტენეგრო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოფელ სეოკაში, პოდგორიცას მახლობლად, ზეტა ბანოვინა, იუგოსლავია. [3] მუშაობდა რადიო „ტიტოგრადში“ ჟურნალისტად, ასევე იყო ჟურნალ „ოვდეს“ რედაქტორის მოადგილე. [3] ახალგაზრდობა ბელგრადში გაატარა. 1975 წელს მას მიენიჭა 13 ივლისის პრემია, ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მონტენეგროში. ბელგრადში ყოფნისას ბრკოვიჩი პროპაგანდას უწევდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და მხარს უჭერდა თავისუფალ საზოგადოებას . იგი დამეგობრდა მატია ბეჩკოვიჩთან და რადოვან კარაჯიჩთან, თუმცა მოგვიანებით გახდა მათი მკაცრი კრიტიკოსი. 1990-იან წლებში იუგოსლავიის ომების დროს, იგი მხარს უჭერდა პრო-მონტენეგროს პოზიციას. ის ასევე აკრიტიკებდა მილო ჯუკანოვიჩის რეჟიმს. 1994 წელს, ჯუკანოვიჩის ზეწოლისა და პოლიტიკური დევნის გამო, ბრკოვიჩმა დატოვა მონტენეგრო ხორვატიაში. ხორვატიაში ყოფნისას დაკავებული იყო მონტენეგროელი ისტორიკოსის სავიჩ მარკოვიჩ-სტიმლიას და ხორვატი ისტორიკოსის ივო პილარის კვლევების შესწავლით.
1999 წელს ის დაბრუნდა მონტენეგროში, როდესაც, მისი სიტყვებით, "მონტენეგრო კვლავ გახდა მონტენეგრო". მას შემდეგ ის კვლავ მონტენეგროს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდამჭერი იყო.
იმავე წელს ბრკოვიჩი გახდა დუკლიას მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. იგი დაკავებული იყო სტედიმლიას შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლით, რომელიც ჩერნოგორიელებს წითელი ხორვატების შთამომავლებად თვლიდა, რითაც ამტკიცებდა, რომ მონტენეგროელები არ მიეკუთვნებიან სერბულ ტომს. დუკლიას აკადემია შეიქმნა მონტენეგროს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ პროსერბულად ითვლებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, დაახლოებით იმავე პერიოდში ბრკოვიჩი გახდა მონტენეგრული ლიტერატურული გაზეთის რედაქტორი, რომელიც გამოდის მონტენეგროში, სერბულ, ბოსნიურ და ხორვატულ ენებზე.
ბრკოვიჩს აქებდნენ და ამავე დროს აკრიტიკებდნენ მისი, როგორც მონტენეგროელი ნაციონალისტისური პოზიციის გამო. მას ოპონენტები " უსტაშეს " უწოდებდნენ , ვინაიდან ოპოზიციაში იყო სერბულ ნაციონალიზმთან. ბრკოვიჩის ნამუშევრებმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა სპეციფიკური სატირული იუმორისა და უხამსი და ვულგარული ენის ხშირი გამოყენების გამო. 2001 წელს მის მიერ დაარსებულმა დუკლიას აკადემიამ აქტიური კამპანია აწარმოა არჩევნებში „კოალიცია დამოუკიდებელი მონტენეგროსთვის“ მხარდასაჭერად.
2006 წლის 24 ოქტომბერს ბრკოვიჩს, მის მძღოლს და მცველ სრჯან ვოიჩიჩს თავს დაესხა სამი შეიარაღებული მამაკაცი. ვოიჩიჩს ესროლეს, ხოლო დაჭრილი ბრკოვიჩი გაიქცა. [4] თავდასხმის მიზეზი იყო მის მიერ გამოცემული უახლესი წიგნი "ლუბავნიკ დუკლე" ("დოკლინის შეყვარებული"), რომელშიც ის დასცინოდა მონტენეგროს მმართველ წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის მილო ჯუკანოვიჩის თანამოაზრეებს.
იგი გარდაიცვალა 2021 წლის 24 იანვარს 87 წლის ასაკში .
მისი ვაჟი ბალშა ბრკოვიჩი ასევე ცნობილი მონტენეგროელი მწერალია. [5] შვილიშვილი ბრაიან ბრკოვიჩი ცხოვრობს სერბეთში და არის თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის ნოვი სადის ფილიალის ვიცე პრეზიდენტი [6] .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ https://www.vijesti.me/vijesti/drustvo/506149/preminuo-knjizevnik-jevrem-brkovic
- ↑ 3.0 3.1 Dragutin Vujanović (1971). რედ. Živan Milisavac: Jugoslovenski književni leksikon. Novi Sad (SAP Vojvodina, SR Serbia, SFR Yugoslavia): Matica srpska, გვ. 53.
- ↑ Na nišanu «Ljubavnik Duklje», Politika, 26 October 2006
- ↑ Intervju sa Jevremom i Balšom Brkovićem u Slobodnoj Dalmaciji. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-01., Slobodna Dalmacija, 31 January 2009
- ↑ SSP osudila šovinistički napad na svog omladinskog aktivistu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10.