ევე კივი
ევე კივი (ესტ. Eve Kivi; დ. 8 მაისი, 1938, პაიდე) — საბჭოთა და ესტონელი მსახიობი, ესტონეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1983).
ევე კივი | |
---|---|
ევე კივი, 1988 წ | |
დაბადების თარიღი |
8 მაისი, 1938 პაიდე, ესტონეთი |
მოქალაქეობა |
სსრკ, ესტონეთი |
ეთნიკურად | ესტონელი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაევე კივი დაიბადა 1938 წელს ესტონეთის ქალაქ პაიდეში. სხვადასხვა დროს გოგონა ოცნებობდა გამხდარიყო მყვინთავი, მფრინავი, მოცეკვავე. სერიოზულად იყო გატაცებული ბალეტით, მაგრამ რამდენიმეჯერ ფილტვების ანთების გადატანამ იძულებული გახადა სამუდამოდ დაევიწყებინა პუანტები. მე-4 კლასიდან ის კინემატოგრაფით დაავადდა. მსახიობების გამოსახულებიან ბარათებს შეკვრებით ყიდულობდა და ოცნებოდა, რომ მის სურათებსაც ასევე შეაგროვებდნენ მომავალში. წლების შემდეგ მისი ეს ოცნება ახდა. კინოხელოვნების პროპაგანდის ბიუროს შეკვეთით მისი პირველი ფოტო, საფოსტო ბარათის სახით გამოცემული მსახიობმა გდრ-ის გამოშვებულ დასაწეპებელი წამწამების კოლოფში ნახა მოსკოვის მაღაზიაში „ლაიფციგი“.
კინოკარიერა
რედაქტირებაკინემატოგრაფში ევე კივის დებიუტი შედგა 16 წლის ასაკში ფილმით „როცა საღამო დგება“ (1954).
1959 წელს დაამთავრა ტალინის დრამატული თეატრის სასწავლო სტუდია და 1960 წლიდან ამავე თეატრის მსახიობია. ალბათ პროვინციელ თეატრის მსახიობად დარჩებოდა, შემთხვევით მის სპექტაკლს რომ არ დასწრებოდა საბჭოთა რეჟისორი ალექსანდრე პტუშკო, რომელიც იმჟამად ფილმ-ზღაპრისთვის „სამპო“ (კარელურ-ფინური ეპოსის მოტივების მიხედვით) ეძებდა ანიკის როლის შემსრულებელს. ამ ფილმით პტუშკომ კივი გააცნო არა მარტო მთელი საბჭოთა კავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს კინომაყურებლებს. ფილმი „სამპო“ მოხვდა ამერიკისა და ევროპის კინოგაქირავებაში. საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრმა ეკატერინა ფურცევამ ევე კივი შეიყვანა საბჭოთა დელეგაციაში, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა კინოს საზღვარგარეთ. ამ დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნის დროს ევემ შემოიარა 40-ზე მეტი ქვეყანა. „სამპო“-ს შემდეგ ამომავალ ესტონელ ვარსკვლავს ბევრჯერ გადაიღებენ. მომდევნო ფილმი იყო საბჭოთა კინოს კლასიკა „წინადღით“, ივანე ტურგენევის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში ევემ პატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი, ზოიას სახე შექმნა. ალექსანდრე პტუშკოსთან მსახიობის მეორე შეხვედრა მოგვიანებით, საბჭოთა კინოზღაპრის „რუსლანი და ლიუდმილას“ (1972) გადაღებისას მოხდა. ფილმში კივიმ მეთევზე ქალის, რატმირის შეყვარებულის როლი შეასრულა. კიდევ ერთი გახმაურებული გამარჯვება გახდა ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმი „უკანასკნელი რელიქვია“, სადაც ევემ მონაზონის როლი შეასრულა. ამ როლის შემდეგ მას „ესტონელი ბრიჯიტ ბარდო“ შეარქვეს. ფილმი კი, რომელმაც 45 მილიონი მაყურებელი მიიზიდა ეკრანებთან, 1971 წლის კინოგაქირავების ლიდერი გახდა.
ევე კივის გვერდი ვერც ლეონიდ გაიდაიმ აუარა და გადაიღო ის თავის 1975 წლის ფილმში „შეუძლებელია!“
ევე კივიმ ითამაშა 50-მდე ფილმში. 1982-1994 წლებში იყო კინოსტუდია „ტალინფილმის“ მსახიობი. იღებდნენ ასევე „მოსფილმშიც“. თავის სამშობლოში ევეს XX საუკუნის სექს-სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
თანამედროვეობა
რედაქტირებამუშაობს „Kanal 2“-ის სარეკლამო განყოფილებაში. ის გამოჩნდა რეალითი სერიალში „Jungle Star“ და სერიალში „Women's War“ (2020).
2010 წელს გამოუშვა მემუარები „Ma olen elanud“ („მე ვცხოვრობდი“)
ფილმოგრაფია
რედაქტირება
|
|
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1983 — ესტონეთის სსრ დამსახურებული არტისტი
- 2013 — საპატიო ნიშანი „ტალინის წინაშე დამსახურებისთვის“[1]
ოჯახი
რედაქტირებაევე კივის მამა, იოჰანეს კივი (1912–1955), იყო საბჭოთა უშიშროების თანამშრომელი (ესტონეთის სსრ-ის უშიშროების სახალხო კომისარიატის ვირუს საოლქო დეპარტამენტის უფროსი) და მოგვიანებით ესტონეთის სსრ-ში რელიგიური საკითხების კომისარი. დედა — ლეიდა-პაულინე კივი.
ევე კივის პირველი ქმარი იყო ვიქტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
1964-1972 წლებში ევე კივის მეორე ქმარი იყო 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მოციგურავე ანტს ანტსონი; შვილი — ფრედ ანტსონი (დ. 1968); შვილიშვილები (ალარი, ოლივერი და ლორენი) და შვილთაშვილი
1971 წლიდან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მომღერალ დინ რიდთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lea Arme, Eve Kivi. Ma olen elanud. Tallinn: Ajakirjade Kirjastus, 2010. ISBN 9789949454952
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ევე კივი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Eve Kivi tee kinoekraanile sai alguse Viru tänava lilleputkast. SLÕhtuleht. 8. oktoober 2007
- Киви Эве Йоханнесовна
- Эве Киви — биография, актриса, секс-символ XX века
- Киви, Эве Йоханнесовна
- Э́ве Йоха́ннесовна Ки́ви — советская и эстонская актриса