ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეველინ მანდელა (ეველინ მასე (ინგლ. Evelyn Ntoko Mase) დ. 18 მაისი, 1922 — გ. 30 აპრილი, 2004) — სამხრეთაფრიკელი ექთანი, ნელსონ მანდელას პირველი ცოლი (1944-1958) და ოთხი შვილის დედა.

ეველინ მანდელა

ნელსონ მანდელა და ეველინ მასე. ალბერტინა და ვალტერ სისულეს ქორწილი, 1944 წელი
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1922
ნგკობო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 2004 (81 წლის)
მოქალაქეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პროფესია მედდა
რელიგია იეჰოვას მოწმე
მეუღლე(ები) ნელსონ მანდელა (1944-1958)
შვილ(ებ)ი 4

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეველინ მასე დაიბადა ნგკობოში, კოსას (ბანტუს ტომის ხალხი) ოჯახში. ეველინის მამა, მეშახტე, მაშინ გარდაიცვალა, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. დედის გარდაცვალებისას ეველინი 12 წლის იყო. ეველინსა და მის დაზე-კეიტზე ზრუნვა უფროს ძმამ, სემ მაიზამ აიღო საკუთარ თავზე. სემ მაიზა მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დეიდაშვილ უოლტერ სისულასთან. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ 1928 წელს. სისულა იოჰანესბურგში გადავიდა სოუეტოს რაიონში. აქ მან სახლი მიიღო ორლანდოს დასახლებაში. მოგვიანებით მასთან სემი გადავიდა.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გავლენით სემმა და უოლტერმა დაიწყეს პოლიტიკური ლიტერატურის კითხვა და შეუერთდნენ აფრიკის ეროვნულ კონგრესს. 1939 წელს ეველინი თავის ძმებთან საცხოვრებლად გადავიდა . მას სურდა გარდაცვლილი დედის სურვილის თანახმად, ჰილბროუს ქალაქის საავადმყოფოში  მედდის პროფესიას დაუფლებოდა. ეველინი იქ  დაუმეგობრდა ვალტერის მეგობარს, ალბერტინას, რომელზეც ვალტერი 1944 წელს დაქორწინდა.

თავისი დეიდაშვილის უოლტერ სისულას და მისი მეუღლის ალბერტინას მეშვეობით გოგონამ  გაიცნო ნელსონ მანდელა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა: ყმაწვილი დანახვისთანავე შეუყვარდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ მანდელამ ხელი სთხოვა. საქორწინო ცერემონია 1944 წლის 5 ოქტომბერს შედგა იოჰანესბურგის ადგილობრივი სასამართლოს შენობაში.სიღარიბის გამო, მათ მათ ვერ შეძლეს საქორწილო სუფრის გაშლა. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. ამასთან მათ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა. ნელსონ მანდელა აქტიურად იყო ჩართული აფრიკის ეროვნული კონგრესის საქმიანობაში. ეველინს პოლიტიკა არ აინტერესებდა. როგორც ნელსონ მანდელას და ლიბი აღნიშნავდა: ეველინს სიტყვის გაგონებაც კი არ უნდოდა პოლიტიკაზე.  ის იეჰოვას მოწმეების წევრი გახდა. ამავე დროს, მეუღლეს მუდმივ  ღალატში ადანაშაულებდა.  

1958 წელს წყვილი ეველინი ქმარს გაშორდა. ნელსონ მანდელამ იმავე წელს ცოლად მოიყვანა ვინი.

ეველინმა ბავშვები წაიყვანა და კოფიმვაბუში გადავიდა საცხოვრებლად. იქ სასურსათო   მაღაზია გახსნა. ამ დროს ნელსონ მანდელა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი გაათავისუფლეს ციხიდან და გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ეველინი 1998 წელს დაქორწინდა ბიზნესმენ სიმონ რაკიფაილზე.

ეველინი გარდაიცვალა 2004 წლის 30 აპრილს. მისი გარდაცვალება საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ნელსონ მანდელა, მისი მეორე ცოლი ვინი მანდელა და მესამე ცოლი გრასა მაშელი. [1]

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეველინ_მანდელა“-დან