ევდემოზ II
(გადამისამართდა გვერდიდან ევდემოს II დიასამიძე (კათოლიკოსი))
ევდემოზ II (გვარად დიასამიძე) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1701-1705 წლებში. კათოლიკოსად ქართლის მეფე ერეკლე I-მა დააყენა, როგორც თავისი ნათესავი და პოლიტიკის მომხრე.
1705 წელს ვახტანგ VI-ის ინიციატივით საეკლესიო კრებამ ევდემოზ II გადააყენა და მის ნაცვლად აირჩია ვახტანგის ძმა დამიანე ბაგრატიონი (საეკლესიო ტახტზე — დომენტი IV).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 549.