ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევგენი კისინი (რუს. Евгений Игоревич Кисин; დ. 10 ოქტომბერი, 1971) — რუსი კლასიკოსი პიანისტი. 2002 წლიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქე,[1] 2013 წლიდან ისრაელის მოქალაქე[2]. ფართო საზოგადოებისთვის ის ცნობილი გახდა, როგორც გენიოსი ბავშვი. მას აქვს საკმაოდ ფართო რეპერტუარი და თუმცა ყველაზე მეტად ცნობილია რომანტიზმის ერის ნაწარმოებების ინტერპრეტაციით, განსაკუთრებით ფრიდერიკ შოპენის, სერგეი რახმანინოვის და ფერენც ლისტის.

ევგენი კისინი (2011) დაიბადა: 10 ოქტომბერი, 1971, მოსკოვი, რსფსრ. ეროვნება: რუსი, ბრიტანელი, ისრაელელი საქამიანობა: მუსიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მოსკოვში. 1 წლის ასაკში დაიწყო სმენით მღერა, 2 წლიდან ფორტეპიანოზე დაკვრა. 6 წლის შევიდა გნესინების სახელობის მუსიკალურ სკოლაში. პირველი და ერთადერთი მასწავლებელი - ანა კანტორი.

10 წლის ასაკში კისინს ჰქონდა დებიუტი ულიანოვკის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სადაც შეასრულო მოცარტის საფორტეფიანო კონცერტი No. 20 D მინორში. კისინის ტალანტი საერთაშორიშო მასშტაბით 1984 წელს გახდა ცნობილი, 12 წლის ასაკში, როდესაც მან დაუკრა და ამავდროულად ჩაწერა შოპენის საფორტეპიანო კონცერტი მოსკოვის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. კისინის პირველი დებიუტი რუსეთს გარეთ იყო 1985 წელს აღმოსავლეთ ევროპაში, მას მოჰყვა პირველი ტური იაპონიაში 1986 წელს. 1987 წელს, 16 წლის ასაკში მან ჩაატარა პირველი კონცერტი დასავლეთ ევროპაში, კერძოდ ბერლინის ფესტივალზე, ამავდროულად დიდ ბრიტანეთში დირიჟორ ვალერი გერგიევთან და მევიოლინე მაქიმს ვენგეროვ და ვადიმ რეპინთან ერთად ლიჩფილდის ფესტივალზე. 1990 წელს კისინს ჰქონდა დებიუტი ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც დაუკრა შოპენის ორი საფორტეპიანო კონცერტი. ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ზუბინ მეჰთას თანხლებით და პირველი კონცერტი კარნეგის დარბაზში.

1988 წელს კისინი გავიდა საახალწლო კონცერტზე, სადაც ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით, ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად შესრულდა პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი.

90-იანი წლების დასაწყისში ოჯახი ოფიციალურად გადადის აშშ-ში.

2017 წლის 10 მარტს კისინი დაქორწინდა კარინა არზუმანოვაზე, ბავშვობის მეგობარზე, პრაღაში.

პრემიები და პრიზები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენი_კისინი“-დან