ედუარდ დრინკერ კოუპი
ედუარდ დრინკერ კოუპი (ინგლ. Edward Drinker Соре; დ. 28 ივლისი, 1840 — გ. 12 აპრილი, 1897) — ამერიკელი პალეონტოლოგი და ზოოლოგი, აშშ ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1872). პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი (1886 წლიდან). ამერიკის ნატურალისტთა საზოგადოების პრეზიდენტი (1895 წლიდან). მისი ძირითადი შრომები ეხება ჩრდილოეთ ამერიკის ცარცული და კაინოზოური პერიოდის დანალექების ნამარხ ხერხემლიანებს. აღწერა 1000-მდე ახალი სახეობა. გამოყო სტეგოცეფალების რიგი. მოგვცა თანამედროვე და ნამარხი თევზების ახალი კლასიფიკაცია. ნეოლამარკიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკულ პალეონტოლოგიაში. ორგანიზმების განვითარების მთავარ ფაქტორად მიიჩნევდა ენერგიის განსაკუთრებულ სახეს, ზრდის ძალას ანუ ბათმიზმს.
ედუარდ დრინკერ კოუპი | |
---|---|
ინგლ. Edward Drinker Соре | |
დაბ. თარიღი | 28 ივლისი, 1840[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ფილადელფია |
გარდ. თარიღი | 12 აპრილი, 1897[4] [1] [5] [2] (56 წლის) |
გარდ. ადგილი | ფილადელფია |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოლოგი, პალეონტოლოგი, ზოოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ichthyologist, ანატომი, ბოტანიკოსი, მკვლევარი, herpetologist და ბუნებისმეტყველი |
მუშაობის ადგილი | პენსილვანიის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Annie Pim Cope |
მამა | Alfred Cope |
შვილ(ებ)ი | Julia Cope Collins |
ჯილდოები | ბიგსბის მედალი და ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია |
ხელმოწერა | |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 701-702.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ SNAC — 2010.