ედომა — ორგანოგენულად მდიდარი (დაახლოებით 2% ნახშირბადის მასის) პლეისტოცენური ასაკის ლიოს მრავალწლოვან მზრალობასთან დაკავშირებული მცირედ ამაღლებული რელიეფის ფორმა, რომელიც შეიცავს 50–90% მოცულობის ყინულს[1].

ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ციმბირის სუბარქტიკული დაბლობის ზონაში, სადაც უკავია 1 მლნ. კვ. კმ-ზე მეტი ფართობი. წარმოადგენს რელიეფის მცირე ამაღლებას, რომელიც შეიცავს მცირედ ამობურცული ფორმის ნამარხ ყინულს. განეკუთვნება მრავალწლოვანი მზრალობის ტიპის რელიეფს.

ედომა მიიჩნევა სათბურის აირების წყაროდ. სათბურის აირების საერთო რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილია ედომაში (ძირითადად მეთანის სახით) განისაზღვრება 500 გტ-ით. მეთანის თანადროული გამოსავალი, რომელიც გალღობის შედეგად ათავისუფლებს ედომას, ფასდება 4 ტგ-ით წელიწადში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. K. M. Walter, S. A. Zimov, J. P. Chanton, D. Verbyla & F. S. Chapin III, "Methane bubbling from Siberian thaw lakes as a positive feedback to climate warming", Nature, 443, 71-75, 2006