ედიტა პიეხა
ედიტა სტანისლავის ასული პიეხა (რუს. Эдита Станиславовна Пьеха; დ. 31 ივლისი, 1937, ნუაიელ-სუ-ლანსი, საფრანგეთი) — საბჭოთა და რუსი საესტრადო მომღერალი. სსრკ სახალხო არტისტი (1988).[1]
ედიტა პიეხა | |
---|---|
მშობლიური სახელი |
რუს. Эдита Пьеха ფრანგ. Édith-Marie Piecha პოლ. Edyta Maria Piecha |
დაბადების თარიღი |
31 ივლისი, 1937 ნუაიელ-სუ-ლანსი, პა-დე-კალე, საფრანგეთი |
მოქალაქეობა |
საფრანგეთი → პოლონეთი → სსრკ → რუსეთი |
ეთნიკურად | პოლონელი |
ალმა-მატერი | ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი |
აქტიური | 1955–დღემდე |
მეუღლე(ები) | ალექსანდრე ბრონევიცკი |
ჯილდოები |
|
ჟანრი | ესტრადა |
საიტი | edyta.ru |
დაიბადა პოლონურ ოჯახში, მეშახტეთა ქალაქ ნუაიელ-სუ-ლანსში, საფრანგეთის ჩრდილოეთით, პარიზიდან 200 კმ-ში. 1946 წლიდან ცხოვრობდა პოლოეთში, 1955-დან — საბჭოთა კავშირში. 1964 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (ფსიქოლოგიის განყოფილება). მღეროდა სტუდენტურ ანსამბლში ალექსანდრე ბრონევიცკის (პიეხას ქმარი 1957–1976 წლებში) ხელმძღვანელობით. 1956 წელს ანსამბლმა მიიღო სახელწოდება „Дружба“ („მეგობრობა“), ედიტა სოლისტი გახდა, 1957 წელს ანსამბლი ლენკონცერტის შემადგენლობაში შევიდა. 1959 წელს ჯაზის პროპაგანდისათვის დაშალეს (შემდგომში აღდგა). 1957 წელს გამოვიდა პირველი გრამფირფიტა ედიტა პიეხას ჩანაწერებით. 1960–70-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა საესტრადო მომღერალი იყო. სიმღერებს შორის აღსაიშნავია „Огромное небо“ („უზარმაზარი ცა“, მუსიკა ოსკარ ფელცმანისა, ტექსტი რობერტ როჟდესტვენსკისა; 1968 წელს სამი ოქროს მედალი მიიღო სოფიაში გამართულ სტუდენტებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ფესტივალში), „Город детства“ („ბავშვობის ქალაქი“, მუსიკა ფრენკ მილერისა, ტექსტი როჟდესტვენსკისა), „Венок Дуная“ („დუნაის გვირგვინი“, მუსიკა ფელცმანისა, ტექსტი ევგენი დოლმატოვსკისა), „Хорошо“ („კარგად“, მუსიკა ბრონევიცკისა, ტექსტი მიხეილ იაკოვლევისა), „Так уж бывает“ („ასე უკვე ხდება“, მუსიკა იან ფრენკელისა, ტექსტი მიხეილ ტანიჩისა), „Белый свет“ („თეთრი შუქი“, მუსიკა ფელცმანისა, ტექსტი ტანიჩისა), სიმღერათა სერია ლენინგრადზე. გასტროლებზე დადიოდა მრავალ ქვეყანაში. გადაღებულია ფილმებში „რეზიდენტის ბედი“ (1968), „გამოუსწორებელი მატყუარა“ (1973), „ბრილიანტები პროლეტარიატის დიქტატურისათვის“ (1975) და სხვ.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Бахарева Н. Э. Пьеха: Признание в любви. — СПб., 2007.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Лебедева О. С. ПЬЕХА // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 76.