ედირნეს მუზეუმი
ედირნეს მუზეუმი (თურქ. Edirne Müzesi) — მუზეუმი თურქეთში, ედირნეში.
ედირნეს მუზეუმი | |
---|---|
41°40′44″ ჩ. გ. 26°33′38″ ა. გ. / 41.67889° ჩ. გ. 26.56056° ა. გ. | |
დაარსდა | 1971; 53 წლის წინ |
ქვეყანა | თურქეთი |
მდებარეობა | თურქეთი და ედირნე |
სტატუსი | ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური |
ოფიციალური საიტი | Museum page (in Turkish) edirne museum page (in turkish) |
მდებარეობა
რედაქტირებამუზეუმი მდებარეობს ედირნეს ცენტრში, ქადირფაშა მექთეპის ქუჩაზე. ცნობილი სელიმიეს მეჩეთის გვერდით.
ისტორია
რედაქტირებამუზეუმი დაარსდა 1925 წელს სელიმიეს მეჩეთის მედრესეში დოქტორ რიფათ ოსმანის, არიფ დაღდევირენისა და ნეჯმი იღეს ინსტრუქციით ათათურქის მიერ.[1] მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი არქეოლოგიური მუზეუმი უნდა ყოფილიყო, ის ასევე შეიცავდა ბევრ ეთნოგრაფიულ ნივთს. 1936 წლის 25 ნოემბერს (თურქეთის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ ედირნეს განთავისუფლების 13 წლისთავი) მუზეუმს მეორე მედრესეს შენობა დაემატა. 1971 წლის 13 ივნისს მუზეუმი გადაიტანეს ახალ შენობაში, რომელიც აშენდა ყოფილი შენობის გვერდით. ახალი შენობის არქიტექტორი იყო იჰსან კიგი. მედრესეს შენობა გადაკეთდა ისლამური ხელოვნების მუზეუმად.[2]
არქეოლოგიის განყოფილება
რედაქტირებაპირველი გამოფენა ეხება პალეონტოლოგიას. გამოფენილია სპილოს, მარტორქის და ცხენის ძვლები (ამჟამად სპილო და მარტორქა აღარ ბინადროსბ თურქეთში). არქეოლოგიურ გამოფენებს შორის არის ენეოლითის ხანის ნაშთები. მაგრამ ნივთების უმრავლესობა ელინისტური, რომის და ბიზანტიის იმპერიის ხანიდანაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფროდიტეს ტერაკოტას ფიგურები. ასევე არის თრაკიელების საფლავის სტელები.
ეთნოგრაფიული განყოფილება
რედაქტირებაამ განყოფილებაში შედის ძირითადად თურქული ეპოქის ნივთები, მათ შორისაა პატარძლისა და წინადაცვეთის ოთახების ხალიჩები, კარადები და სხვადასხვა ტანსაცმელი. არის სპეციალური განყოფილებები ჰამამისთვის („თურქული აბანო“) და ტიპიური ძველი ედირნული სახლის მისაღები ოთახისთვის.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Yıldırım, Şahin - Karakaş, Günay Edirne Museums and Sites T. Kültür ve Turizm Bakanlığı YKY page: 92 İstanbul 2006
- ↑ Museum page (in Turkish)
- ↑ Sections in the museum (in Turkish)