ედენა
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ედენა — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3878 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. ედენის სამხრეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარე რიონს.
ედენა | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′36″ ჩ. გ. 43°23′35″ ა. გ. / 42.87667° ჩ. გ. 43.39306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3878 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 544.