ეგზარქოსის საზაფხულო რეზიდენცია

ეგზარქოსის საზაფხულო სასახლესაქართველოს ეგზარქოსის საზაფხულო რეზიდენცია თბილისში. მდებარეობდა ხარფუხში, „განჯის კარის“ და ბერძნების დასახლების მახლობლად, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. იქვე იდგა ღვთისმშობლის კარის ეკლესია (1835). სასახლე ააგეს XIX საუკუნის 20-30-იანი წლების მიჯნაზე. სასახლე რამდენჯერმე იხსენიება მთავარმმართებელ ალექსანდრ ნეიდგარდტის 1843 წლის „გამოცხადებაში“, რომლის მიხედვითაც იგი ადგენდა მდ. მტკვრის სანაპიროს გამოყენების წესს და რიგს. დღეს სასახლისა და ღვთისმშობლის კარის ეკლესიის ადგილი უკავია 300 არაგველის ბაღის ნაწილს.

ლიტერატურა

რედაქტირება