იპოლიტო I დ’ესტე

(გადამისამართდა გვერდიდან დ’ესტე, იპოლიტო I)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იპოლიტო I დ’ესტე (იტალ. Ippolito I d’Este; დ. 20 მარტი 1479, ფერარა — გ. 3 სექტემბერი 1520, ფერარა) — ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ერკოლე I-ის უმცროსი ვაჟი. მისი და-ძმები იყვნენ: იზაბელა დ’ესტე (1474-1539), ბეატრიჩე დ’ესტე (1475-1497) და ალფონსო I დ’ესტე (1476-1534).

7 წლის ასაკში პატარა იპოლიტო უნგრეთის მეფემ მათიას I კორვინუსმა (მათიუშ I) ესტერგომის არქიეპისკოპოსად დანიშნა. 14 წლისა იგი უკვე კარდინალი გახდა, ხოლო 17 ქლის ასაკში - მილანის არქიეპისკოპოსი. 1502 წლიდან იპოლიტო I იყო კაპუას და 1503 წლიდან ფერარას ეპისკოპოსიც.

იპოლიტო I-ს უძღვნა თავისი ნაწარმოები „მქროლავი როლანდი" (იტალ.: Orlando Furioso) ლუდოვიკო არიოსტომ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება