დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. დაფუძნდა 2007 წლის 27 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით.
ცენტრის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში ქართული კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართვა ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციის საქმეში. მასში გაერთიანებულია ფილიალები: დუშეთის სახელოვნებო, ჟინვალის სამუსიკო, ფასანაურის სამუსიკო სკოლები; დუშეთისა და ჟინვალის კულტურის სახლები, დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმი (სოფელი ყვავილი); დუშეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სავაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.